მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროკავშირმა Inter Rao-ს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა Inter Rao-ს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა Inter Rao-ს სანქციები დაუწესა

BM.GE26 ივლისი, 2026, 01:46|bm.ge

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ არსებულ ენერგოკომპანია სსს „Inter RAO UES“-ს.

ევროკავშირმა „Интер РАО“ სანქცირებულ სუბიექტთა სიაში რუსეთის წინააღმდეგ 23 ივლისს დამტკიცებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში შეიყვანა.

ევროკავშირის საბჭოს განმარტებით, „Интер РАО“ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგო კომპანიაა (რომლის შემოსავალმაც 2023 წელს 1.36 ტრილიონ რუბლს მიაღწია) და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში. კომპანიას 19 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და მას რუსეთის ფედერაციის მთავრობა აკონტროლებს.

ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომპანიის აქციონერებს შორის არიან სახელმწიფო კომპანიები „როსსეტი“ და „როსნეფტეგაზი“ რუსეთის ბიუჯეტის ერთ-ერთი უმსხვილესი დივიდენდების გადამხდელები. ამასთან, „Интер РАО“-ს დირექტორთა საბჭოს წევრები არიან სანქცირებული პირები: „როსნეფტის“ გენერალური დირექტორი იგორ სეჩინი და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორი დიმიტრი შუგაევი.

„რუსეთის ფედერაციის მთავრობა სსს "Inter RAO UES"-ის შემოსავლების ნაწილს კომპანიის მიერ გადახდილი გადასახადებისა და მფლობელების მიერ გადახდილი დივიდენდების სახით იღებს. კომპანია, მაშასადამე, ფინანსურად უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის მთავრობას, რომელიც პასუხისმგებელია ყირიმის ანექსიასა და უკრაინის დესტაბილიზაციაზე“, - ნათქვამია სანქციების დაწესების დასაბუთებაში.

შეგახსენებთ, Inter Rao ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, “თელასის” აქციათა 75%-ს. ამას გარდა, რუსულ ენერგოგიგანტს ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური, "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2". ხოლო 2016 წლის დეკემბრამდე, მის საკუთრებაში იყო გარდაბნის ძველი თბოსადგურიც.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 119 სტატია.

  • ნინო წილოსანი: ბუნებრივია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ბევრი ქვეყანა დაფიქრდება, ღირს თუ არა იმ კავშირში გაწევრიანება, რომელსაც აღარც ეკონომიკა აქვს და აღარც ძლიერი სამართლებრივი თუ პოლიტიკური საწყისები, რომელზეც დაფუძნებული იყო ეს ყველაფერიიმედი
  • ევროკავშირი უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების შეძენაზე შეთანხმდაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს, $15.3 მილიარდს მიაღწია

აზერბაიჯანის სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს, $15.3 მილიარდს მიაღწია

BM.GE

განსახლების საკითხები თავიდანვე უნდა შეესწავლათ... მშენებლობა შესაძლოა, გაიწელოს - ურბანისტი ტრამვაიზე

განსახლების საკითხები თავიდანვე უნდა შეესწავლათ... მშენებლობა შესაძლოა, გაიწელოს - ურბანისტი ტრამვაიზე

BM.GE

48%-იანი ზრდის ნაცვლად FDI-ის 19.7%-იანი კლება I კვარტალში - საქსტატმა მონაცემები შეცვალა|რატომ

48%-იანი ზრდის ნაცვლად FDI-ის 19.7%-იანი კლება I კვარტალში - საქსტატმა მონაცემები შეცვალა|რატომ

BM.GE

„სტეიკჰაუსი #1“ ახალ ფილიალს აბაშიძეზე გახსნის - ინვესტიცია $1 მილიონზე მეტია

„სტეიკჰაუსი #1“ ახალ ფილიალს აბაშიძეზე გახსნის - ინვესტიცია $1 მილიონზე მეტია

BM.GE