მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროპაში EV-ების გაყიდვებმა შიდა წვის ძრავიან ავტომობილებს პირველად გადაასწრო
ევროპაში EV-ების გაყიდვებმა შიდა წვის ძრავიან ავტომობილებს პირველად გადაასწრო

ევროპაში EV-ების გაყიდვებმა შიდა წვის ძრავიან ავტომობილებს პირველად გადაასწრო

BM.GE10 ოქტომბერი, 2026, 23:52|bm.ge

გასულ თვეს, ევროპის საავტომობილო ბაზარზე ელექტრომობილების გაყიდვებმა ბენზინისა და დიზელის ძრავიანი მოდელების ჯამურ მაჩვენებელს ისტორიაში პირველად გადაასწრო.

არსებული ინფორმაციით, აგვისტოში ევროპის 31 სახელმწიფოში დარეგისტრირებული ახალი ელექტრომობილების რაოდენობამ 243,207 ერთეული შეადგინა. ეს მონაცემი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52.2%-ით გაიზარდა.

ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის ცნობით, პარალელურად შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების რეალიზაცია 23.4%-ით, 202,931 ერთეულამდე შემცირდა. შედეგად, ახალი ავტომობილების მთლიან გაყიდვებში ელექტრომობილების წილმა 29.2% შეადგინა და ტრადიციული ძრავის მქონე მოდელების 24.4%-იან მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადაუსწრო.

ელექტრომობილებზე მოთხოვნის რადიკალური ზრდა ახალმა რეგულაციებმა, ენერგორესურსების გაძვირებამ და ევროპის მასშტაბით დაწესებულმა სამთავრობო სუბსიდიებმა განაპირობა. კერძოდ, მიმდინარე წლიდან გერმანიამ ელექტრომობილების შესაძენად $6,600-იანი სუბსიდია დააწესა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა 49,000 დოლარზე იაფი მოდელებისთვის მომხმარებელს 10%-იანი ფინანსური მხარდაჭერა შესთავაზა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ბაზრის დინამიკაზე პირდაპირი გავლენა ჩინური მწარმოებლების, მათ შორის BYD-ის აგრესიულმა საფასო სტრატეგიამაც იქონია, რომელიც ევროპულ კომპანიებზე გაცილებით დაბალი ფასებით ახერხებს უფრო მაღალი ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ელექტრომობილების რეალიზაციას.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველი რვა თვის ჯამური მონაცემებით, ევროპის რეგიონში ტრადიციული ძრავის მქონე 2,558,782 ავტომობილი გაიყიდა, ელექტრომობილების რეალიზაციამ კი 2,133,364 ერთეული შეადგინა. რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად კატეგორიას - 3,334,039 გაყიდული ერთეულით რეიტინგის სათავეში ჰიბრიდული ავტომობილებია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დარგი ხელოვნურ სუნთქვაზეა, გასაპროტესტებელი 1.50 ლარია და არა 30 თეთრი - მევენახე

დარგი ხელოვნურ სუნთქვაზეა, გასაპროტესტებელი 1.50 ლარია და არა 30 თეთრი - მევენახე

BM.GE

ბრიტანეთის უმდიდრესი მოქალაქე ქვეყნიდან გადავიდა – რატომ ტოვებენ მილიარდერები ლონდონს?

ბრიტანეთის უმდიდრესი მოქალაქე ქვეყნიდან გადავიდა – რატომ ტოვებენ მილიარდერები ლონდონს?

BM.GE

ტოსკანის მარნიდან $5.8 მილიონის ღირებულების 30 000 ბოთლი ელიტური ღვინო მოიპარეს

ტოსკანის მარნიდან $5.8 მილიონის ღირებულების 30 000 ბოთლი ელიტური ღვინო მოიპარეს

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE