მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროპელი ლიდერები ECB-ს პრეზიდენტად ესპანელი ეკონომისტის - პაბლო ერნანდეს დე კოსის კანდიდატურას განიხილავენ
ევროპელი ლიდერები ECB-ს პრეზიდენტად ესპანელი ეკონომისტის - პაბლო ერნანდეს დე კოსის კანდიდატურას განიხილავენ

ევროპელი ლიდერები ECB-ს პრეზიდენტად ესპანელი ეკონომისტის - პაბლო ერნანდეს დე კოსის კანდიდატურას განიხილავენ

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 19:50|bm.ge

ევროპელი ლიდერები ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტზე 55 წლის ესპანელი ეკონომისტის, პაბლო ერნანდეს დე კოსის დანიშვნას განიხილავენ.

The Wall Street Journal-ის ცნობით, საფრანგეთი და გერმანია მზად არიან, მხარი დაუჭირონ ესპანეთის ცენტრალური ბანკის ყოფილ მმართველს, რომელმაც შესაძლოა, კრისტინ ლაგარდი 7 თებერვალს შეცვალოს.

არაფორმალური შეთანხმების ფარგლებში გერმანია ბანკის მთავარი ეკონომისტის პოსტზე პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორ მარკუს ბრუნერმაიერს წარადგენს, საფრანგეთი კი აღმასრულებელ საბჭოში საბაზრო ოპერაციების მიმართულებას ჩაიბარებს.

გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის კაბინეტი ბრუნერმაიერის კანდიდატურას ოფიციალურად ოთხშაბათს დაამტკიცებს, რითაც მთავრობაში ფინანსთა მინისტრ ლარს კლინგბაილთან არსებულ უთანხმოებას დაასრულებს.

აღსანიშნავია, რომ დამტკიცების შემთხვევაში დე კოსი გახდება პირველი ესპანელი, რომელიც ევროპის ცენტრალურ ბანკს უხელმძღვანელებს.

ინფორმაციისთვის, დე კოსი უფრო რბილი მიდგომის მომხრედ მიიჩნევა, ვიდრე მისი ერთადერთი მეტოქე, ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი კლაას კნოტი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე კაპიტალის მოზიდვის შესახებ ინტენსიური პრაქტიკული სემინარი გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე კაპიტალის მოზიდვის შესახებ ინტენსიური პრაქტიკული სემინარი გაიმართა

BM.GE

მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან ანაკლიის პორტის და ვაზიანის აეროპორტის პროექტები განიხილა

მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან ანაკლიის პორტის და ვაზიანის აეროპორტის პროექტები განიხილა

BM.GE

Grand Theft Auto VI ოფიციალურად გამოვიდა - თამაშმა Rockstar-ს წინასწარი გაყიდვებით $1.5 მლრდ მოუტანა

Grand Theft Auto VI ოფიციალურად გამოვიდა - თამაშმა Rockstar-ს წინასწარი გაყიდვებით $1.5 მლრდ მოუტანა

BM.GE

ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებს

ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებს

BM.GE