მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს

BM.GE13 ივნისი, 2026, 04:41|bm.ge

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

შესაბამის თარგმანს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგის ფარგლებში გამოქვეყნდა.

„[მინისტრთა მოადგილეებმა] იმის უზრუნველყოფის მნიშვნელობისადმი კიდევ ერთხელ ხაზის გასმის შემდეგ, რომ შეკრების თავისუფლებაში ნებისმიერი ჩარევა იცავდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს, ღრმა შეშფოთებით აღნიშნეს საკანონმდებლო და აღსრულების ზომები, რომლებიც შეკრების თავისუფლების განხორციელებაზე შემაფერხებელ ეფექტს ქმნის;

[მინისტრთა მოადგილეებმა] მიუწოდეს ხელისუფლებას, საფუძვლიანად გადახედოს შესაბამის კანონმდებლობას და პრაქტიკას, და შეუსაბამოს ისინი კონვენციის სტანდარტებს, არაპროპორციული და უკანონო ადმინისტრაციული დაპატიმრება/დაკავებისა და გამამტყუნებელი განაჩენის თავიდან ასარიდებლად, მათ შორის სისხლის სამართლის გამამტყუნებელი განაჩენის, გადაჭარბებული ჯარიმების, და სასამართლო პროცესების საერთო სამართლიანობის უზრუნველსაყოფად; მოუწოდეს მათ, რომ ჩაერთონ არსებით კონსულტაციებში შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და ევროპის საბჭოს ექსპერტულ ორგანოებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას მხარს ვუჭერსიმედი
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →ევროპის →

მსგავსი სტატიები

ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

BM.GE

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: ინფორმაციის, რეგულაციისა და არჩევანის ბალანსი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: ინფორმაციის, რეგულაციისა და არჩევანის ბალანსი

BM.GE

მარნეულის სოფელ კირიხლოში აგროქიმიკატები უკანონოდ იყიდებოდა | სეს-მა ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

მარნეულის სოფელ კირიხლოში აგროქიმიკატები უკანონოდ იყიდებოდა | სეს-მა ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

BM.GE

ავტო სესხი დისტანციურად და მარტივად — გაიცანით მიკრობანკ “კრისტალის” ახალი ციფრული პროდუქტი

ავტო სესხი დისტანციურად და მარტივად — გაიცანით მიკრობანკ “კრისტალის” ახალი ციფრული პროდუქტი

BM.GE