მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 2.25%-მდე გაზარდა
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 2.25%-მდე გაზარდა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 2.25%-მდე გაზარდა

BM.GE11 ივნისი, 2026, 20:41|bm.ge

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ბოლო სამი წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთი პირველად გაზარდა. არსებული ინფორმაციით, მმართველმა საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე საორიენტაციო დეპოზიტების განაკვეთი 2.25%-მდე ასწია.

პარალელურად, ცვლილებები სხვა ძირითად მაჩვენებლებსაც შეეხო. ბანკმა ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი 2.4%-მდე გაზარდა. ზღვრული სასესხო განაკვეთი კი 2.65%-მდე განსაზღვრა.

როგორც ევროპული მედია წერს, ეს ნაბიჯი ECB-ს მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისკენ მკვეთრ შემობრუნებაზე მიანიშნებს.

რაც შეეხება მიზეზებს, როგორც ლაგარდის უწყებაში განმარტეს, მკაცრი ზომების მიღება ევროზონაში ინფლაციის ზრდამ გამოიწვია. ირანში მიმდინარე ომმა ენერგორესურსებზე ფასების 10.9%-იანი მატება განაპირობა. როგორც ირკვევა, ამ ფაქტორმა მაისში საერთო ინფლაცია 3.2%-მდე გაზარდა. ცნობისთვის, ეს მაჩვენებელი 2023 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალია.

ცნობისთვის, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა დეპოზიტების განაკვეთი ბოლოს 2023 წლის სექტემბერში გაზარდა. მაშინ პოსტპანდემიური ინფლაციური კრიზისის დასასტაბილურებლად მაჩვენებელმა მაქსიმალურ ნიშნულს, 4.0%-ს მიაღწია. ამის შემდეგ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების ციკლი დაიწყო და ეს პროცესი 2025 წლის განმავლობაშიც აქტიურად გრძელდებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებატვ პირველი
  • POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოსიმედი
  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალში კაცი შეიჭრა და ისროლა – შსსნეტგაზეთი
ბანკის →ევროპის →

მსგავსი სტატიები

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE