მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფასების პრობლემას აკონტროლებს ეროვნული ბანკი და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებულად - გიორგი კაკაურიძე
ფასების პრობლემას აკონტროლებს ეროვნული ბანკი და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებულად - გიორგი კაკაურიძე

ფასების პრობლემას აკონტროლებს ეროვნული ბანკი და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებულად - გიორგი კაკაურიძე

BM.GE3 ივნისი, 2026, 20:53|bm.ge

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რის საფუძველზე არსებობდა საზოგადოებაში სასურსათო პროდუქტების ფასების კლების მოლოდინი. მისი თქმით, ამ საკითხზე სპეციალური კომისია მუშაობდა, თუმცა შედეგი ერთ თვეში ვერ დადგებოდა.

როგორც კაკაურიძემ „ტვ პირველთან“ საუბარში აღნიშნა, გარკვეულ პროდუქტებზე ფასების მატება, სხვა მიზეზებთან ერთად, ტრანსპორტირების გაძვირებით არის გამოწვეული. ამასთან, მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საფასო პოლიტიკას ეროვნული ბანკი წარმატებით არეგულირებს.

„[პროდუქტების] გაიაფებას რატომ ველოდებოდით არ ვიცი. ამ საკითხზე მუშაობდა კომისია და გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული. თუმცა ერთ თვეში ეს ნამდვილად ვერ მოხდებოდა. გარკვეული მიმართულებებით მუშაობს როგორც მთავრობაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, ასევე პარლამენტის დასკვნა გვაქვს ჩვენ ამასთან დაკავშირებით. თუმცა ის, რომ გარკვეულ პროდუქტებზე არის ფასების ზრდა, ეს მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯების ნაწილით არის გამოწვეული... არ მგონია რამე საღიარებელი მქონდეს ამ საკითხში. ფასების პრობლემას აკონტროლებს ეროვნული ბანკი და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებულად“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკისთვის ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 2026 წელს 3.0%-ია, მაისში კი წლიური ინფლაციის დონე 5.7%-ი იყო.

ოქროს ბეჭედი +54%, დიზელი +48%... - რა გაძვირდა|გაიაფდა მაისში ყველაზე მეტად?

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებატვ პირველი
  • POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოსიმედი
  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალში კაცი შეიჭრა და ისროლა – შსსნეტგაზეთი
ბანკის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE