მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. FED-მა შეიძლება განაკვეთი გაზარდოს?
FED-მა შეიძლება განაკვეთი გაზარდოს?

FED-მა შეიძლება განაკვეთი გაზარდოს?

BM.GE18 მაისი, 2026, 22:37|bm.ge

მიმდინარე ციკლში პირველად, ფინანსური ბაზრის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ აშშ-ის ცენტრალური ბანკის მომდევნო ნაბიჯი საპროცენტო განაკვეთის ზრდა იქნება, ნაცვლად შემცირებისა.

FedWatch-ის მონაცემებით, მოულოდნელად მაღალი ინფლაციური მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ, ფიუჩერსების ბაზრის ტრეიდერები განაკვეთის მომატებას უკვე მიმდინარე წლის დეკემბერში პროგნოზირებენ, 2027 წლის დასაწყისისთვის კი ამ გადაწყვეტილების ალბათობა კიდევ უფრო იზრდება. 30-დღიანი ფედერალური ფონდების ფიუჩერსების კონტრაქტების ფასებზე დაყრდნობით, დეკემბერში განაკვეთის ზრდის ალბათობა თითქმის 51%-ს შეადგენს, იანვრისთვის ეს მაჩვენებელი 60%-მდე იზრდება, ხოლო მარტისთვის პროგნოზი 71%-ს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ ტრეიდერების მოლოდინების ცვლილება იმ კვირის ბოლოს დაფიქსირდა, როდესაც სამომხმარებლო და საბითუმო ინფლაციის მაჩვენებლებმა მრავალწლიან მაქსიმუმს მიაღწია.

პარალელურად, იმპორტისა და ექსპორტის ფასებმაც ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელიც პანდემიის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

ამასთან, უოლ-სტრიტის ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ინფლაცია 6%-იან ნიშნულს გადააჭარბებს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით მნიშვნელოვან ზრდას წარმოადგენს და თითქმის 2-ჯერ მეტია.

რაც შეეხება მმართველ გუნდში არსებულ პოზიციებს, ფედერალური რეზერვის ახალმა თავმჯდომარემ, კევინ უორშმა აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში ცენტრალურ ბანკს განაკვეთების შემცირება რეალურად შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ინფლაციის წინა ანალოგიურმა ტალღამ FED-ის მხრიდან განაკვეთების აგრესიული ზრდა გამოიწვია, რაც 2022 წელს ზედიზედ ოთხ შეხვედრაზე განაკვეთის 0.75-პროცენტული პუნქტით მომატებაში გამოიხატა. FED-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას თითქმის ყოველთვის მოჰყვება საფონდო ბირჟების ვარდნა და სარისკო აქტივების გაუფასურება, რადგან სახაზინო ობლიგაციების მიმართ ინტერესი იზრდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE