ორიგინალი
ფიზიკური პირების სესხების რომელ კატეგორიაშია ყველაზე მაღალი ვადაგადაცილება - სტატისტიკა
BM.GE·15:11

ფიზიკური პირების სესხების რომელ კატეგორიაშია ყველაზე მაღალი ვადაგადაცილება - სტატისტიკა

25 ნოემბერი, 2026 · 15:11

ფიზიკური პირების დაკრედიტება ერთწლიან ჭრილში 18%-ით, 30.8 მილიარდ ლარამდე არის გაზრდილი - ამის შესახებ კომერციული ბანკების მიერ 2026 წლის ოქტომბრის (10 თვის) მდგომარეობით საკრედიტო პორტფელის დეტალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომელიც მათ ეროვნულ ბანკს წარუდგინეს.

დოკუმენტის თანახმად, ამ სესხებიდან 91 დღეზე მეტად ვადაგადაცილებულია მხოლოდ 277 მილიონი ლარის კრედიტები, რაც მთლიანი პორტფელის 0.9%-ია. წლიურად ვადაგადაცილებული სესხების წილი 0.12 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული (2025 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 1.02% იყო).

დაბალი ვადაგადაცილება ფიზიკური პირების საკრედიტო პორტფელის ორ ძირითად ნაწილში - იპოთეკებსა და სამომხმარებლო სესხებში არსებულ დაბალ ვადაგადაცილების მაჩვენებლებს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, ₾15.25-მილიარდიან იპოთეკური სესხების პორტფელში ვადაგადაცილება მხოლოდ 0.48%-ია, ხოლო ₾17.59-მილიარდიან სამომხმარებლო კრედიტების პორტფელში ვადაგადაცილება 1.18%-ს შეადგენს.

თუმცა, ფიზიკური პირების სესხების სხვა კატეგორიებში შედარებით მაღალი ვადაგადაცილების მაჩვენებლებია, მათ შორის კი პირველ პოზიციას კვლავ ოვერდრაფტები იკავებს, რაც ხელფასით უზრუნველყოფილი სესხებია. ოვერდრაფტების პორტფელი 92.3 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც ვადაგადაცილებულია 7.00% - ეს მაჩვენებელი ფიზიკური პირების სესხების ვადაგადაცილების საშუალო მაჩვენებელს 7.8-ჯერ აღემატება, თუმცა წლიურ ჭრილში ის 1.15 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. ვადაგადაცილების წილით მეორე ადგილს საკრედიტო ბარათები იკავებს, სადაც პორტფელის 2.12% არის ვადაგადაცილებული, მესამე ადგილზე კი მომენტალური განვადებებია, სადაც პორტფელის 1.81% არის ვადაგადაცილებული.

ფიზიკური პირების სესხები ვადაგადაცილების წილის მიხედვით (2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით):

სექტორი პორტფელი 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით - მლნ ლარი ვადაგადაცილების წილი ოვერდრაფტები 92 მილიონი ლარი; 7.00% საკრედიტო ბარათები 715 მილიონი ლარი; 2.12% მომენტალური განვადება 591 მილიონი ლარი; 1.81% საცალო ლომბარდული სესხები 737 მილიონი ლარი; 1.62% სამომხმარებლო სესხები 17,589 მილიონი ლარი; 1.18% სატრანსპორტო სესხები 308 მილიონი ლარი; 1.11% იპოთეკური სესხები 15,246 მილიონი ლარი; 0.48% სტუდენტური სესხები 8 მილიონი ლარი; 0.33%

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფიზიკური პირების სესხების რომელ კატეგორიაშია ყველაზე მაღალი ვადაგადაცილება - სტატისტიკა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·19:52

აშშ-ის სასამართლომ Huawei თაღლითობასა და კომერციული საიდუმლოების მოპარვაში დამნაშავედ ცნო

აშშ-ის სასამართლომ Huawei თაღლითობასა და კომერციული საიდუმლოების მოპარვაში დამნაშავედ ცნო
BM.GE·19:42

ევროკომისია აშშ-სა და ჩინეთთან კონკურენციისთვის კვანტური კომპიუტერების აქტის წარდგენას გეგმავს

ევროკომისია აშშ-სა და ჩინეთთან კონკურენციისთვის კვანტური კომპიუტერების აქტის წარდგენას გეგმავს
BM.GE·19:31

გამოუყენებელი მეორადი აპარატურა და შეუსრულებელი სამუშაოები – რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა "სამედიცინო ჰოლდინგში"

გამოუყენებელი მეორადი აპარატურა და შეუსრულებელი სამუშაოები – რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა "სამედიცინო ჰოლდინგში"
BM.GE·19:22

„ბიზნესის დღე“ - ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ ბიზნესფორუმების სერია დაიწყო

„ბიზნესის დღე“ - ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ ბიზნესფორუმების სერია დაიწყო
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.