მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფოთსა და ქუთაისში რეგიონული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ₾13 მლნ-ით გაიზარდა
ფოთსა და ქუთაისში რეგიონული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ₾13 მლნ-ით გაიზარდა

ფოთსა და ქუთაისში რეგიონული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ₾13 მლნ-ით გაიზარდა

BM.GE21 სექტემბერი, 2026, 14:38|bm.ge

მთავრობამ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 5 მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 12.9 მლნ ლარით, 94.2 მლნ ლარამდე გაუზარდა.

2202-ე განკარგულებით ცვლილება 283-ე განკარგულებაში შევიდა და დაფინანსება ფოთის და ქუთაისის მუნიციპალიტეტებისთვის გაიზარდა. რუსთავის, ზუგდიდისა და ხაშურისთვის კი უცვლელი დარჩა.

შესაბამისად ფოთისთვის პროექტებისთვის განკუთვნილი თანხა 2.9 მლნ ლარით ₾17.1 მლნ-მდე გაიზარდა. დანართის მიხედვით, ეს დაფინანსება საგზაო ინფრასტრუქტურის და ახალგაზრდული ჰაბის ეზოს კეთილმოწყობისთვის გაიზარდა. ასევე დაემატა სპეცტექნიკისა და მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენისთვის გამოყოფილი პროექტი, რომლის ღირებულება 3.3 მლნ ლარია და 2026 წლის 24-26 ივლისს დაგეგმილი, ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო კონფერენციის ღია ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება - 358 180 ლარი.

ქალაქ ქუთაისში განსახორციელებელი პროექტებისთვის დაფინანსება ₾10 მილიონით ₾20.8 მლნ-მდე გაიზარდა.

დოკუმენტის მიხედვით, თანხა გაიზარდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ამორტიზებული ლიფტების ჩანაცვლებისა და ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო და სპორტული ობიექტების მშენებლობა რეკონტრუქციის პროექტებისთვის. პროექტების ჩამონათვალს M2 და M3 კატეგორიების ავტობუსების შეძენა დაემატა, რისთვისაც 10 მლნ ლარია განსაზღვრული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთავარი გამოწვევა ღვინის ხარისხია. ზუსტად ამას პასუხობს მიღებული გადაწყვეტილებები | დავით სონღულაშვილი

მთავარი გამოწვევა ღვინის ხარისხია. ზუსტად ამას პასუხობს მიღებული გადაწყვეტილებები | დავით სონღულაშვილი

BM.GE

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა მცირედით იკლო

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა მცირედით იკლო

BM.GE

მზად მომავლისთვის - საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობილბანკიდან შეგიძლიათ

მზად მომავლისთვის - საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობილბანკიდან შეგიძლიათ

BM.GE

მთლიან ექსპორტში ადგილობრივი საქონლის წილი 60.6%-მდე გაიზარდა | რომელი საქონლის გადაზიდვები გაიზარდა/შემცირდა?

მთლიან ექსპორტში ადგილობრივი საქონლის წილი 60.6%-მდე გაიზარდა | რომელი საქონლის გადაზიდვები გაიზარდა/შემცირდა?

BM.GE