მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გადაუხდელი საბანკო ვალის გამო, აღსრულების ბიურო თბილისში საფრანგეთის მოქალაქის კუთვნილ სასტუმროს ₾12.6 მილიონად ყიდის
გადაუხდელი საბანკო ვალის გამო, აღსრულების ბიურო თბილისში საფრანგეთის მოქალაქის კუთვნილ სასტუმროს ₾12.6 მილიონად ყიდის

გადაუხდელი საბანკო ვალის გამო, აღსრულების ბიურო თბილისში საფრანგეთის მოქალაქის კუთვნილ სასტუმროს ₾12.6 მილიონად ყიდის

BM.GE28 ივლისი, 2026, 03:03|bm.ge

გადაუხდელი საბანკო ვალის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურომ თბილისში მდებარე სასტუმრო კომპლექსი ელექტრონულ აუქციონზე გამოიტანა. მიმდინარე ვაჭრობის მონაცემებით, ქონების ფასი 12,622,840 ლარს შეადგენს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, სარეალიზაციო ქონება მოიცავს სამ საკადასტრო ერთეულზე რეგისტრირებულ სასტუმრო კომპლექსს, რომელიც მდებარეობს თბილისში, ქურხულის ქუჩის №14-სა და №14ა-ში, ასევე ილიკო ქურხულის შესახვევის №1-ში. ქონების შეფასების ღირებულება 16 609 000 ლარია.

აუქციონის აღწერილობის მიხედვით, კომპლექსი შედგება ორი ურთიერთდაკავშირებული სასტუმროს შენობისა და ადმინისტრაციული შენობისგან. სასტუმროს აქვს ათეულობით ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, საუზმის სივრცეები, სპა-ზონა აუზითა და საუნით, ტექნიკური და ადმინისტრაციული ფართები. კომპლექსი განთავსებულია 545, 310 და 43 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთებზე, ხოლო შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი დაახლოებით 3 835 კვადრატულ მეტრს აღემატება.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქონების მესაკუთრეა შპს „ატლას მენეჯმენტ გრუპი“. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი 2022 წლიდან არის საფრანგეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება Manta Ray Group, რომლის საბოლოო მფლობელად რეესტრში საფრანგეთის მოქალაქე მარსელ ბენამუ არის მითითებული.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა 830 450 ლარის ოდენობის საგარანტიო თანხა უნდა წარადგინონ. გამარჯვებული ვალდებული იქნება აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული ღირებულება.

აუქციონის დოკუმენტაციის თანახმად, ქონება იპოთეკით არის დატვირთული და იპოთეკარი სს „თიბისი ბანკია“. აღსრულების ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბანკის მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას უკავშირდება. დაინტერესებულ პირებს აუქციონში მონაწილეობის მიღება 29 ივლისამდე შეეძლებათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 172 სტატია.

  • შსს: თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლაფორმულა
  • სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირიიმედი
  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
  • ენმ-ს საგანგებო ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთანტვ პირველი
თბილისში →

მსგავსი სტატიები

OPEC-მა 2026 წლის გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეამცირა

OPEC-მა 2026 წლის გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეამცირა

BM.GE

ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

BM.GE

IBM-მა და NASA-მ მთვარის საკვლევად ხელოვნური ინტელექტის მოდელი წარადგინეს

IBM-მა და NASA-მ მთვარის საკვლევად ხელოვნური ინტელექტის მოდელი წარადგინეს

BM.GE

TSMC-ის შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა

TSMC-ის შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა

BM.GE