მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გახდი ლიზინგის ამხსნელი და მიიღე 20 000 ლარი - პროექტი გრძელდება
გახდი ლიზინგის ამხსნელი და მიიღე 20 000 ლარი - პროექტი გრძელდება

გახდი ლიზინგის ამხსნელი და მიიღე 20 000 ლარი - პროექტი გრძელდება

BM.GE17 ნოემბერი, 2026, 16:43|bm.ge

თიბისი ლიზინგის ინტერაქციული მარკეტინგული კამპანია გრძელდება. კომპანია ეძებს #ლიზინგისამხსნელს — ადამიანს, რომელიც ყველაზე მარტივად ან/და კრეატიულად შეძლებს ფინანსური პროდუქტის ახსნას, საკუთარ ნამუშევარს სოციალურ ქსელებში გააზიარებს და მრავალფეროვანი ჟიურის რჩეული გახდება. აღნიშნული გადაწყვეტილებით შერჩეული ადამიანი კომპანიის სარეკლამო აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას, ანაზღაურების სახით კი, 20 000 ლარი გადაეცემა.

კამპანიის შინაარსი შემდეგია: წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, თიბისი ლიზინგმა გადაწყვიტა, რომ ამჯერად კომუნიკაციის ნაწილი აუდიტორიას გადააბაროს და ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს პროექტში მონაწილეობის მიღება.

„სტანდარტული კომუნიკაციისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ჩვენი ჩართულობა მხოლოდ მონაწილეების წახალისებითა და სოლიდური ანაზღაურებით შემოიფარგლება. სწორედ ამიტომ, არ გვინდოდა მათი კრეატიულობის შეზღუდვა და პირობებიც მაქსიმალურად გავამარტივეთ. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მხოლოდ ერთი რამ: გადაიღოთ ვიდეო, რომელშიც ახსნით, რა არის ლიზინგი. ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ფორმით — სიმღერით, ცეკვით, ხატვით ან სხვა გზით. შემდეგ კი ვიდეო სოციალურ ქსელში უნდა ატვირთოთ და ჰეშთეგი #ლიზინგისამხსნელი დაურთოთ. გამარჯვებული ორ კვირაში გამოვლინდება სრულიად ნეიტრალური ჟიურის მიერ, რომლის წევრებსაც არანაირი შეხება არ ჰქონიათ საბანკო ან სალიზინგო სფეროსთან“, — განმარტავენ თიბისი ლიზინგის მარკეტინგის გუნდში.

კამპანიის მთავარი მიზანი ლიზინგის, როგორც ფინანსური პროდუქტის, შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ამ მიზნის მისაღწევად კი კომპანია მონაწილეებს კრეატიულობისა და სიმარტივის გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს, რასაც 20 000-ლარიანი ჯილდოც ახლავს.

დეტალური ინფორმაციისა და მონაწილეობის პირობების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს:https://www.tbcleasing.ge/leasing-instruction

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყოტვ პირველი
  • მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო​რუსთავი 2
  • ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძეს და ფირცხალავას 10 000 - 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათფორმულა
  • 10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებსნეტგაზეთი
ლარი →პროექტი →

მსგავსი სტატიები

დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

BM.GE

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

BM.GE

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

BM.GE

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

BM.GE