მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. განათლების სამინისტრო ბანკებთან ხელშეკრულებებს აფორმებს - მიქანაძის თქმით, ფორმების შეძენაზე ბარათების მიხედვით შეღავათები იქნება
განათლების სამინისტრო ბანკებთან ხელშეკრულებებს აფორმებს - მიქანაძის თქმით, ფორმების შეძენაზე ბარათების მიხედვით შეღავათები იქნება

განათლების სამინისტრო ბანკებთან ხელშეკრულებებს აფორმებს - მიქანაძის თქმით, ფორმების შეძენაზე ბარათების მიხედვით შეღავათები იქნება

BM.GE5 აგვისტო, 2026, 21:13|bm.ge

საჯარო სკოლების მოსწავლეთა სასკოლო ფორმების რეალიზაცია 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება, სადაც საცალო გაყიდვებთან ერთად ონლაინ პლატფორმაც ამოქმედდება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სამინისტრო ამჟამად საბანკო სექტორთან მართავს მოლაპარაკებებს, რათა საბანკო ბარათით შეძენისას მშობლებმა სპეციალური საშეღავათო პირობებით ისარგებლონ.

"ამჟამად ფაქტობრივად ვასრულებთ ხელშეკრულების გაფორმების პროცესს ბანკებთან, რომელთაც აქვთ გარკვეული შემოთავაზებები საშეღავათო პირობებთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის ასევე ცნობილი გახდება, კონკრეტული ბანკის ბარათით ფორმის შეძენის შემთხვევაში, რა შეღავათები შეიძლება გაითვალისწინოს ბანკმა შემძენი პირისთვის“, - განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა რეგიონებში დამატებითი საცალო გაყიდვის წერტილების განსაზღვრის მიზნით. ამ პროცესში ჩართულები არიან სახელმწიფო რწმუნებულები, მუნიციპალიტეტების მერები და შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ წარმომადგენლები.

„ამასთანავე, პარალელურად მიმდინარეობს რეგიონებში, როგორც სახელმწიფო რწმუნებულებთან, ასევე თითოეული მუნიციპალიტეტის მერებთან კომუნიკაცია. ჩართული არიან შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ წარმომადგენლებიც, იმისთვის, რომ იდენტიფიცირებული იყოს კონკრეტული სავაჭრო სივრცეები, სადაც დამატებით მოხდება საცალო რეალიზება ყველა ეტაპის განმავლობაში.

ამასთანავე, ეს იქნება არა მხოლოდ იმ ფორმებზე საუბარი, რომლებიც პირველი ეტაპისთვის, პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებთან არის დაკავშირებული, არამედ შემდგომ ეტაპებზეც. როდესაც კონკრეტულ ოჯახს დასჭირდება დამატებითი ერთეულების შეძენა, მაგალითად, თუ ფორმის რომელიმე კომპონენტი დაზიანდა ან რაიმე მიზეზით დამატებით გახდა საჭირო, მათ მისი შეძენის შესაძლებლობა ექნებათ“.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის დადგენილებით, განსაზღვრულია სოციალური კატეგორიები, რომლებიც ფორმებს სრულიად უფასოდ მიიღებენ (ბიჭებისთვის: 1 პიჯაკი და 2 შარვალი; გოგონებისთვის: 1 პიჯაკი, 1 ქვედაბოლო და 1 შარვალი):

• I-VI კლასის მოსწავლეები იმ ოჯახებიდან, რომელთა სოციალური ქულა 65 000-ს არ აღემატება; • სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები (ბავშვთა სახლები, მინდობით აღზრდაში მყოფი პირები და ა.შ.); • უკრაინული სექტორის მოსწავლეები (დაახლოებით 1 200–1 300 მოსწავლე), რომლებიც საქართველოში უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო გადმოვიდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • ჯანდაცვის სამინისტრო ბაღებში ინტოქსიკაციაზე: ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფოფორმულა
  • კახა კალაძე ავარიული სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს, პასუხისმგებლობას ვინ აიღებს, განათლების სამინისტროს მყისიერი რეაგირება კითხვებს არ უნდა ბადებდესიმედი
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ვინაობა ცნობილიატვ პირველი
სამინისტროს →ბანკის →განათლების →

მსგავსი სტატიები

ვიდეოთამაშები, რომელთა შექმნაც ყველაზე ძვირი დაჯდა - TOP 10

ვიდეოთამაშები, რომელთა შექმნაც ყველაზე ძვირი დაჯდა - TOP 10

BM.GE

შუა დერეფანი დროს მნიშვნელოვნად ვერ ამცირებს, ამიტომ ფასით უნდა დავაინტერესოთ გადამზიდავები - SKYLOG

შუა დერეფანი დროს მნიშვნელოვნად ვერ ამცირებს, ამიტომ ფასით უნდა დავაინტერესოთ გადამზიდავები - SKYLOG

BM.GE

„40-მილიონიანი ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია“ - საქართველო უზბეკეთში თხილის, ნუშისა და ციტრუსების ექსპორტს იწყებს

„40-მილიონიანი ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია“ - საქართველო უზბეკეთში თხილის, ნუშისა და ციტრუსების ექსპორტს იწყებს

BM.GE

ქვეყნები, სადაც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს ყველაზე აქტიურად იყენებენ

ქვეყნები, სადაც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს ყველაზე აქტიურად იყენებენ

BM.GE