მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. განათლების სამინისტრომ ჩინურის მასწავლებლების განვითარებისთვის პეკინის ენის ცენტრთან მემორანდუმი გააფორმა
განათლების სამინისტრომ ჩინურის მასწავლებლების განვითარებისთვის პეკინის ენის ცენტრთან მემორანდუმი გააფორმა

განათლების სამინისტრომ ჩინურის მასწავლებლების განვითარებისთვის პეკინის ენის ცენტრთან მემორანდუმი გააფორმა

BM.GE4 ივნისი, 2026, 15:09|bm.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოში ჩინური ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, მათთვის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების განვითარებას, სასწავლო რესურსებისა და გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას.

"პარტნიორობის ფარგლებში, თანამშრომლობის კოორდინაციის მიზნით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას.

მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიება ქალაქ პეკინში, ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრში გაიმართა, სადაც მინისტრმა თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.

გივი მიქანაძეს ცენტრის წარმომადგენლებმა ჩინური ენის სწავლების პროგრამის პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელიც ხელს უწყობს მსურველებს სხვადასხვა ქვეყნიდან ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეისწავლონ ჩინური ენა.

ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრში გივი მიქანაძესთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე და სამინისტროსა და საელჩოს წარმომადგენლები", - წერია განათლების სამინისტროს პრეს-რელიზში.

ცნობისთვის, გასულ წელს განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ სკოლებში ჩინური ენის, როგორც მეორე უცხოური ენის სწავლების ხელშეწყობისთვის დაწყებითი და საბაზო საფეხურის ჩინური ენის პროგრამაზე დაიწყო მუშაობა. ამჟამად ჩინური ენა საქართველოს 24 (13 საჯარო და 11 კერძო) სკოლაში ისწავლება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ცენტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 65 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნატვ პირველი
  • ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ხონის სათემო განათლების ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრები ესტუმრნენიმედი
  • უკრაინული დრონები კვლავ Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებს დაესხა თავს - კრასნოდარსა და ნევინომისკშიფორმულა
ცენტრი →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

BM.GE

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

BM.GE

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

BM.GE

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE