მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „განათლების სამინისტრომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო“ - რევაზ სოხაძე 21-ე სკოლაში სწავლის პროცესის შეჩერებაზე
„განათლების სამინისტრომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო“ - რევაზ სოხაძე 21-ე სკოლაში სწავლის პროცესის შეჩერებაზე

„განათლების სამინისტრომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო“ - რევაზ სოხაძე 21-ე სკოლაში სწავლის პროცესის შეჩერებაზე

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 20:36|bm.ge

ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში 18 სექტემბრიდან სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც უნდა მიეღო. ამის შესახებ მან ბათუმში, ჟურნალისტებს განუცხადა.

თბილისის N21 საჯარო სკოლაში ( ყოფილ მე-6 გერმანულ სკოლაში), სასწავლო პროცესი 18 სექტემბრიდან ოფიციალურად შეჩერდა. გადაწყვეტილების საფუძველი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც სკოლის შენობა ავარიულია. დღეს, დილიდან სკოლის პედაგოგები და მშობლები ამ გადაწყვეტილებას სკოლის შენობასთან აპროტესტებდნენ, მათთვის გაუგებარია რატომ არ შეჩერდა სასწავლო პროცესი, სასწავლო წლის დაწყებამდე.

მინისტრის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ დოკუმენტი შესაბამისი პროცედურების გავლით განათლების სამინისტროს გადაეგზავნა, რის საფუძველზეც უწყებამ სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

„აქ ბრალეულობაზე არ არის საუბარი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დადო შესაბამისი დასკვნა და, როგორც კი ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემოვიდა, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, განათლების სამინისტროს გადაეგზავნა. განათლების სამინისტრომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ თბილისის N 21 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • ღარიბაშვილის პროცესზე დასასწრებად ექს-პრემიერის ბიძა, "კაკაშა" მივიდატვ პირველი
  • პრაქტიკულად, ქართული ნიურნბერგის პროცესი მიმდინარეობს კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მიმართ. მათი აკრძალვა, როგორც დესტრუქციული, ძალადობრივი პოლიტიკური ძალებისა, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მეტად განვითარების ერთადერთი წინაპირობაა - დავით მათიკაშვილირუსთავი 2
  • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შემაშფოთებელიაფორმულა
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა - რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ყირგიზეთთან?

პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა - რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ყირგიზეთთან?

BM.GE

ევროპის 3 ქვეყანაში სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე მორიგი კიბერთავდასხმა განხორციელდა

ევროპის 3 ქვეყანაში სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე მორიგი კიბერთავდასხმა განხორციელდა

BM.GE

ირანის ომის ფონზე, საუდის არაბეთის ეკონომიკა 3.8%-ით შემცირდა

ირანის ომის ფონზე, საუდის არაბეთის ეკონომიკა 3.8%-ით შემცირდა

BM.GE

ტენდერის ჩავარდნის შემდეგ, რუსთავისთვის 70 ავტობუსის შესყიდვის ტენდერი გაზრდილი ფასით გამოცხადდა

ტენდერის ჩავარდნის შემდეგ, რუსთავისთვის 70 ავტობუსის შესყიდვის ტენდერი გაზრდილი ფასით გამოცხადდა

BM.GE