
განბაჟების გაძვირების გამო, მესამე კვარტალში ბენზინზე მომუშავე ავტომობილების რეგისტრაციის რიცხვი 23%-ით შემცირდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2026 წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში ახლად რეგისტრირებული ავტომობილების შესახებ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, პერიოდის განმავლობაში სულ დარეგისტრირდა 40,053 ავტომობილი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.4%-ით, ანუ 4,144-ით ნაკლებია. ამასთან, უშუალოდ შიგა წვის ძრავზე (ბენზინი+დიზელი) მომუშავე ავტომობილების რაოდენობა იყო 23,925, რაც წინა წელთან შედარებით 7,163 ავტომობილით, ანუ 23%-ით ნაკლებია.
როგორც რეგისტრაციის სტატისტიკიდან ჩანს, განბაჟების აქციზის მკვეთრ გაძვირებას სწორედ შიგა წვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების იმპორტის კლება მოჰყვა. უფრო დეტალურად, 2026 წლის აპრილიდან 4.5-ჯერ გაიზარდა 6 წელზე უფრო მეტი ასაკის შიგა წვის ძრავზე მომუშავე ავტომობილის განბაჟების საფასური, ჰიბრიდებისთვის შენარჩუნდა განბაჟების 60%-ის ფასდაკლება, თუკი აღნიშნული ავტომობილების წლოვანება 6 წლამდეა, ხოლო ელექტრომობილებისთვის კი უცვლელი დარჩა აქციზის ნულოვანი განაკვეთი. ამ ცვლილების შედეგად, 2026 წლის მესამე კვარტალში ჰიბრიდების და ელექტრომობილების იმპორტის წილი მთლიან იმპორტში წინა წელს არსებული 30%-დან 40%-მდე გაიზარდა. განსაკუთრებით მკვეთრად, 116%-ით გაიზარდა ელექტრომობილების იმპორტი, რომელთა რიცხვმაც 4,556-ს მიაღწია, ეს მთლიანად მესამე კვარტალის განმავლობაში რეგისტრირებული ავტომობილების 11.37%-ს შეადგენდა, ანუ 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში რეგისტრირებული ყოველი მეათე ავტომობილი ელექტრო იყო, მაშინ როდესაც 2025 წელს ელექტრომობილების წილი შეადგენდა 4.76%-ს (ანუ ყოველ მეოცე ახლად რეგისტრირებულ ავტომობილს).
# ავტომწარმოებელი რეგისტრირებული ელექტრომობილები 2026 წლის მესამე კვარტალში ზრდა/კლება წინა წელთან 1 Tesla 2,593 154% 2 Nissan 433 53% 3 Chevrolet 190 153% 4 Ford 154 267% 5 Volkswagen 145 174% 6 BYD 133 −28% 7 BMW 131 25% 8 Hyundai 105 262% 9 Toyota 91 355% 10 Kia 63 425%
რაც შეეხება ჰიბრიდულ მოდელებს, მესამე კვარტალში სულ 11,464 ერთეული ჰიბრიდი დარეგისტრირდა, შედეგად ჰიბრიდებმა მთლიანი იმპორტის 28.62%-ს მიაღწია. შედარებისთვის, 2025 წლის მესამე კვარტალში ჰიბრიდების წილი ახლად რეგისტრირებულ ავტომობილებში 24.5% იყო. დაბეგვრის ახალი მოდელით, რაც 2026 წლის აპრილიდან მოქმედებს, ჰიბრიდებისთვის განბაჟების აქციზის 60%-ით შემცირებული განაკვეთი შენარჩუნდა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი აღნიშნული ავტომობილი 6 წლამდეა.
BM.GE
წყარო: bm.ge