მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. განსაკუთრებულად ვართ დაინტერესებული გერმანიასთან ურთიერთობების გადატვირთვით - კობახიძე
განსაკუთრებულად ვართ დაინტერესებული გერმანიასთან ურთიერთობების გადატვირთვით - კობახიძე

განსაკუთრებულად ვართ დაინტერესებული გერმანიასთან ურთიერთობების გადატვირთვით - კობახიძე

BM.GE23 ივლისი, 2026, 15:42|bm.ge

ირაკლი კობახიძემ მადლიერია 90-იანი წლებიდან მოყოლებული გერმანიის მხრიდან საქართველოსთვის აღმოჩენილი მხარდაჭერის გამო და ამ ქვეყანასთან ურთიერთობების გადატვირთვის ინტერესის შესახებ აცხადებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს სინგაპურში განუცხადა.

"ყოფილმა ელჩმა ძალიან ცუდი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში. გერმანია საქართველოსთვის იყო ტრადიციულად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი 90-იანი წლებიდან მოყოლებული გერმანიას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს განვითარებაში და ჩვენ გვინდა, რომ დავუბრუნდეთ ურთიერთობების დადებით დინამიკას. შეიცვალა გერმანიის ელჩი საქართველოში, რწმუნებათა სიგელი გადასცა გერმანიის პრეზიდენტს ჩვენმა ელჩმა გერმანიაში და იმედი გვაქვს, რომ ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ჩვენ მადლიერი ვართ გერმანიის იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ვიღებდით 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამიტომ განსაკუთრებულად ვართ დაინტერესებული ამ ურთიერთობების გადატვირთვით“, - განაცხადა კობახიძემ.

დღეს, 23 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ, საქართველოს ელჩმა გერმანიაში ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამ ეტაპზე გერმანია-საქართველოს ურთიერთობები მკვეთრად გაუარესებულია, გერმანიის მთავრობის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე ყოფილი ელჩი პეტერ ფიშერი დაბარებულიც ჰყავდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ელჩის დაბარება, რაც უპრეცედენტო მოვლენა იყო გერმანია-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო. თავის მხრივ საქართველოს მთავრობა ურთიერთობების გაუარესებაში გერმანიის უკვე ყოფილ ელჩს სდებდა ბრალს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Galt & Taggart პროგნოზით, წელს, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $4.9 მლრდ-მდე გაიზრდება

Galt & Taggart პროგნოზით, წელს, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $4.9 მლრდ-მდე გაიზრდება

BM.GE

რატომ დაუწესა ევროკავშირმა Google-ს $1-მილიარდიანი ჯარიმა?

რატომ დაუწესა ევროკავშირმა Google-ს $1-მილიარდიანი ჯარიმა?

BM.GE

ჯივიპი ქალაქ რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

ჯივიპი ქალაქ რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

BM.GE

საქართველოს მასშტაბით ნეტო აღრიცხვის ლიმიტები სრულად ამოიწურა|G&T

საქართველოს მასშტაბით ნეტო აღრიცხვის ლიმიტები სრულად ამოიწურა|G&T

BM.GE