მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გარე ძალების მიმართ ჩვენი მდგრადობა, მე მგონი, ძალიან დასაფასებელია - ირაკლი კობახიძე
გარე ძალების მიმართ ჩვენი მდგრადობა, მე მგონი, ძალიან დასაფასებელია - ირაკლი კობახიძე

გარე ძალების მიმართ ჩვენი მდგრადობა, მე მგონი, ძალიან დასაფასებელია - ირაკლი კობახიძე

BM.GE10 ივნისი, 2026, 19:07|bm.ge

"გარე ძალების მიმართ ჩვენი მდგრადობა, მე მგონი, ძალიან დასაფასებელია" - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა TV პირველის ჟურნალისტის, რუსუდან დუმბაძის კითხვას, რომელიც ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავების ფონზე აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის შესაძლებლობას ეხებოდა.

საქმე ისაა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 8 ივნისს საქართველოში რუსულ-ჩინური გავლენების შემსწავლელ აქტს დაუჭირა მხარი.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ბრაიან მასტმა კანონპროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ბოლო წლებში სერიოზული კითხვები გაჩნდა საქართველოში დემოკრატიის სტატუსთან და "აშშ-ის მოწინააღმდეგეების მხრიდან მავნე გავლენების გავრცელებასთან დაკავშირებით".

თქვენი აზრით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ხელს შეუშლის თუ ხელს შეუწყობს [აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას], თუ გავლენა არ ექნება...

ირაკლი კობახიძე: "როგორ შეიძლება ხელს შეუშალოს, როდესაც ჩვენ და ამერიკის შეერთებული შტატები ერთდროულად ვცდილობთ გავაღრმაოთ ურთიერთობები".

გარე ძალების მიმართ მდგრადობაში რა იგულისხმება?

"ჩვენ ვართ საკმაოდ მდგრადი ძალა, რაც იშვიათია ჩვენი სიმცირის გათვალისწინებით".

და რაზე საუბრობს მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში, მავნე გავლენების გავრცელებასთან დაკავშირებით?

"არის უამრავი გამოწვევა ჩვენს გარშემო. მაგალითად, ევროკავშირის მიმართ ძალიან მდგრადი ვართ. ყველაფრის მიმართ, მათ შორის ევროკავშირის; რეგიონული გამოწვევების მიმართაც ძალიან მდგრადი ვართ. არსებობს უამრავი გამოწვევა დღეს ჩვენს გარშემო. ყველა გამოწვევის მიმართ ვართ მაქსიმალურად მდგრადი. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და ესეც არის გამოწვევა. ყველა გამოწვევის მიმართ ჩვენი ქვეყანა არის მაქსიმალურად მდგრადი, რაც არის ძალიან დასაფასებელი, მე მგონი, იმის გათვალისწინებით, რომ ვართ სულ რაღაც ოთხმილიონიანი ქვეყანა, ჩვენი მცირე ტერიტორიით, 38 მილიარდდოლარიანი ეკონომიკით. ამ პირობებში ჩვენი მდგრადობა გარე ძალების მიმართ, მე მგონი, არის ძალიან დასაფასებელი".

კობახიძის თქმით, აშშ-ს წარმომადგენლებთან, მათ შორის მარკო რუბიოსთან საუბრისას, ამერიკულ მხარეს ჩინეთი და ირანი არ უხსენებიათ. როგორც პრემიერი ამბობს, შეხვედრაზე მხოლოდ საქართველო და შეერთებული შტატები იყო ნახსენები.

ირაკლი კობახიემ ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტია გარე ძალების მავნე გავლენას 2012 წლიდან ებრძვის და "ძლივს მოახერხა" სუვერენიტეტის განმტკიცება.

"14 წელია მაგით ვართ დაკავებული, რომ დავუდგეთ გარე ძალების მავნე გავლენას საქართველოში. 14 წელია მაგით ვართ დაკავებული და ძლივს მოვახერხეთ ამდენი წლის შემდეგ ბოლომდე განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ხომ? და სწორედ ამ ბრძოლის საფუძველზე მოვახერხეთ ეს ყველაფერი, რომ ბოლომდე დავუდგეთ გარე ძალების მავნე გავლენას, ხომ? ეს არის მოცემულობა", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კონგრესმა საქართველოში რუსულ-ჩინური გავლენების შემსწავლელ აქტს მხარი დაუჭირა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

Qualcomm-მა პროდუქციაზე ფასები გაზარდა და კვარტალური პროგნოზი შეამცირა

Qualcomm-მა პროდუქციაზე ფასები გაზარდა და კვარტალური პროგნოზი შეამცირა

BM.GE

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

BM.GE

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

BM.GE

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

BM.GE