მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "გასულ წელს არცერთი კლინიკა არ გაგვიყიდია, პირიქით - შევიძინეთ"|ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
"გასულ წელს არცერთი კლინიკა არ გაგვიყიდია, პირიქით - შევიძინეთ"|ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

"გასულ წელს არცერთი კლინიკა არ გაგვიყიდია, პირიქით - შევიძინეთ"|ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

BM.GE5 ივნისი, 2026, 20:44|bm.ge

"გასულ წელს არცერთი კლინიკის პრივატიზება არ განგვიხორციელებია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რის შესახებაც მას კითხვა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ქეთი ბაკარაძემ დაუსვა.

კერძოდ, კითხვაზე - ჯანდაცვის სამინისტროს რომელიმე სამედიცინო დაწესებულების პრივატიზება ხომ არ განუხორციელებია, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პირიქით, სახელმწიფომ ქუთაისის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება შეისყიდა.

“შარშან ჩვენ კლინიკების პრივატიზება არ განგვიხორციელებია, არ გაგვიყიდია არცერთი კლინიკა, პირიქით შევიძინეთ, ქუთაისის ტუბერკულოზის მომსახურების განმახორციელებელი კლინიკა. თქვენ იცით, რომ გასულ წელს ჯანდაცვის სამინისტროს დაემატა კიდევ ერთი ფუნქცია, რაც ნარკომანიით დაავადებული პირების მკურნალობას გულისხმობს. ჩვენ პირველი ასეთი დაწესებულება რესპუბლიკურ საავადმყოფოში გავხსენით, მაგრამ მისი გამტარობა ვერ უზრუნველყოფდა მოთხოვნას. დღეს ეს დაწესებულება სრულად დატვირთულია. მოთხოვნა იყო ძალიან დიდი და საჭირო იყო მეორე კლინიკაც მოწყობილიყო იმისთვის, რომ ადამიანებს სრული კურსი გაევლოთ. გარდა ამისა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემაც იდგა. მთელი საქართველოს მასშტაბით რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე ათეულ ადამიანზე გათვლილი კლინიკა ამ სერვისის სრულად მიწოდებას ვერ შეძლებდა. ამიტომ ჩვენ შევისყიდეთ ქუთაისის კლინიკა, იქ ახლა სავალდებულო მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულება ფუნქციონირებს”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, მთავრობამ ქუთაისში მდებარე შპს „ლჯ და კომპანია – დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის“ ქონების გამოსყიდვის გადაწყვეტილება გასული წლის შემოდგომაზე მიიღო. პრემიერის განკარგულებით, გადაწყვეტილება ნარკომანიით დაავადებულ პირთა სავალდებულო მკურნალობის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიიღეს. მაშინ გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გამოსასყიდი ქონების საერთო ღირებულება 8,008,410 ლარს არ უნდა აღმატებოდა. თუმცა საბოლოო ჯამში, რა დაუჯდა ბიუჯეტს კლინიკის გამოსყიდვა, უცნობია. ქონების გამოსყიდვა „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა“ უზრუნველყო, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მართვაშია.

აღნიშნული ობიექტი მოიცავს:

• უძრავი ქონება: ქუთაისში, ჩხობაძის ქ. №20-ში მდებარე 11,876 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 4 შენობა-ნაგებობა. • მოძრავი ქონება: შენობებში არსებული სამედიცინო და საოფისე ინვენტარი, მათ შორის საწოლები, ჟანგბადის კონცენტრატორები, სამედიცინო მოწყობილობები და ტექნიკა.

შარშანდელი განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს უნდა დაეხარჯა 8 მილიონ 158 ათას ლარი, საიდანაც:

• 8.008 მლნ ლარი მიმართული უნდა ყოფილიყო ქონების შესაძენად; • 150 ათასი ლარი კი ობიექტის დამატებითი აღჭურვისა და რეაბილიტაციისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობითიმედი
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

BM.GE

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

BM.GE

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

BM.GE

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE