მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გაყიდვებს ყველაზე ნაკლებად პოზიტიურად მშენებლობის სექტორში აფასებენ|BAG ინდექსი
გაყიდვებს ყველაზე ნაკლებად პოზიტიურად მშენებლობის სექტორში აფასებენ|BAG ინდექსი

გაყიდვებს ყველაზე ნაკლებად პოზიტიურად მშენებლობის სექტორში აფასებენ|BAG ინდექსი

BM.GE15 ივლისი, 2026, 21:10|bm.ge

გაყიდვების მხრივ, სექტორებს შორის, II კვარტალის მდგომარეობას ყველაზე ნაკლებად პოზიტიურად მშენებლობის სექტორში (50%) აფასებენ. ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის კვლევაშია აღნიშნული.

II კვარტალში მშენებლობის სექტორში ბიზნესის 25%-მა დააფიქსირა გაყიდვების კლება, 25%-მა უცვლელობა, ხოლო 50%-მა ზრდა. III კვარტალში სექტორის მოლოდინები კი ასეთია: ზრდა 58%, 33% უცვლელი დარჩენა, 8% კლება.

კვლევის თანახმად, გაყიდვებთან დაკავშირებით მდგომარეობას ყველაზე პოზიტიურად ვაჭრობის და მომსახურების (69-69%) სექტორებში აფასებენ. 2026 წლის III კვარტალისთვის ყველაზე პოზიტიური მოლოდინი ასევე ვაჭრობის სექტორში (69%) ფიქსირდება.

BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს. 2026 წლის მეორე კვარტალის გამოკითხვა ჩატარდა 2026 წლის 9-25 ივნისის პერიოდში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსული ხორბლის იმპორტი $50 მილიონამდე გაიზარდა, საიმპორტო ფასი კი შემცირდა

რუსული ხორბლის იმპორტი $50 მილიონამდე გაიზარდა, საიმპორტო ფასი კი შემცირდა

BM.GE

ზაფხულის სეზონზე Wyndham Grand Tbilisi-ში განთავსების საშუალო ღირებულება 6.5%-ით გაიზარდა

ზაფხულის სეზონზე Wyndham Grand Tbilisi-ში განთავსების საშუალო ღირებულება 6.5%-ით გაიზარდა

BM.GE

აშშ ირანზე ზეწოლას აძლიერებს - სანქციები უცხოურ ბანკზეც ვრცელდება

აშშ ირანზე ზეწოლას აძლიერებს - სანქციები უცხოურ ბანკზეც ვრცელდება

BM.GE

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება - გზების დეპარტამენტი

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება - გზების დეპარტამენტი

BM.GE