მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გერმანიამ "ჩრდილოეთის ნაკადის" აფეთქების საქმეზე უკრაინელ სამხედროს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა
გერმანიამ "ჩრდილოეთის ნაკადის" აფეთქების საქმეზე უკრაინელ სამხედროს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა

გერმანიამ "ჩრდილოეთის ნაკადის" აფეთქების საქმეზე უკრაინელ სამხედროს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა

BM.GE3 ივლისი, 2026, 02:00|bm.ge

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ 2022 წელს ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენებზე განხორციელებული დივერსიის საქმეზე უკრაინის მოქალაქეს ომის დანაშაულში თანამონაწილეობის მუხლით ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები სერჰი კ.-ს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმასა და საზოგადოებრივი სარგებლობის ინფრასტრუქტურის განადგურებაში ადანაშაულებენ. როგორც გამოძიება აცხადებს, სამხედროს მიერ ჩადენილმა დანაშაულმა მილსადენების აფეთქება გამოიწვია.

გერმანელი გამომძიებლების მტკიცებით, ბრალდებული 2022 წელს უკრაინის არმიის ოფიცერი გახლდათ და ის სხვა სამხედროებთან ერთად მოქმედებდა. გამოძიება მიიჩნევს, რომ ეს ჯგუფი უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურების დავალებას ასრულებდა. აღნიშნული გეგმა კი მიზნად რუსული ბუნებრივი აირის ევროპული სახელმწიფოების, განსაკუთრებით კი გერმანიისთვის მიწოდების სამუდამო შეწყვეტასა და მოსკოვის მიერ სამხედრო კამპანიის დაფინანსების აღკვეთას ისახავდა. საყურადღებოა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მილსადენების აფეთქებაში ოფიციალური კიევის მონაწილეობა რამდენჯერმე კატეგორიულად უარყო.

ჯერჯერობით, უცნობია, რა პასუხი ექნება პრეზიდენტის ადმინისტრაციას გერმანული პროკურატურის გადაწყვეტილებაზე.

ცნობისთვის, 2022 წლის სექტემბერში მომხდარმა ექვსმა წყალქვეშა აფეთქებამ ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის და 2-ის ოთხი მილსადენიდან სამი სრულად გაანადგურა. WELT-ისა და POLITICO-ს ინფორმაციით, დივერსიული ოპერაცია უკრაინულმა ჯგუფმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაგეგმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წარუდგინა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინესრუსთავი 2
  • პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 11 პირს ბრალდება წარუდგინატვ პირველი
  • ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს, მას სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებიანფორმულა
წარუდგინა →ბრალი →

მსგავსი სტატიები

2026 წლის საუკეთესო ქვეყნები ექსპატებისთვის საცხოვრებლად - TOP-10

2026 წლის საუკეთესო ქვეყნები ექსპატებისთვის საცხოვრებლად - TOP-10

BM.GE

საქართველოში 93 სასტუმროს მშენებლობაზე გაიცა ნებართვა | 6 თვის სტატისტიკა

საქართველოში 93 სასტუმროს მშენებლობაზე გაიცა ნებართვა | 6 თვის სტატისტიკა

BM.GE

ირანის პარლამენტი უცხოური გავლენის შეზღუდვაზე მუშაობს - იკრძალება ამერიკულ მედიასთან კომუნიკაცია

ირანის პარლამენტი უცხოური გავლენის შეზღუდვაზე მუშაობს - იკრძალება ამერიკულ მედიასთან კომუნიკაცია

BM.GE

ატმის იმპორტი გასამმაგდა, ექსპორტი კი 4-ჯერ შემცირდა

ატმის იმპორტი გასამმაგდა, ექსპორტი კი 4-ჯერ შემცირდა

BM.GE