
Nvidia-ს დამფუძნებელი ჯენსენ ჰუანგი სომხეთს Firebird-ის AI ქარხნის გახსნას ულოცავს
კომპანია Nvidia-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა სომხეთში Firebird-ის AI-ს ხელოვნური ინტელექტის ქარხნის გახსნასთან დაკავშირებით მილოცვა გაავრცელა.
"Firebird-ი სომხეთში დსთ-ის რეგიონში უმსხვილეს AI ქარხანას ხსნის. ის ხელოვნური ინტელექტის ახალ გამოთვლით ჰაბს ქმნის, რომელიც Nvidia-ს მოწინავე ტექნოლოგიებსა და Dell Technologies-ის მაღალიწარმადობის ინფრასტრუქტურას ეყრდნობა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ჯენსენ ჰუანგის თქმით, AI ქარხნის გახსნა ხელს სომხეთის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს.
"ეს პროექტი რეგიონში AI ინფრასტრუქტურაზე გლობალური მოთხოვნის მოზიდვას, ადგილობრივი განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას მიზნად ისახავს", - განაცხადა Nvidia-ს დამფუძნებელმა.
BM.GE
წყარო: bm.ge