მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Google-მა ბირთვული ენერგიის შესყიდვისთვის $4.3 მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა
Google-მა ბირთვული ენერგიის შესყიდვისთვის $4.3 მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა

Google-მა ბირთვული ენერგიის შესყიდვისთვის $4.3 მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 03:14|bm.ge

Google-მა ენერგეტიკულ გიგანტ Constellation Energy-სთან 4.3 მილიარდი დოლარის ღირებულების 20-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიზანიც ქსელში 890 მეგავატი ბირთვული ენერგიის მიღებაა. სიახლის ფონზე Constellation Energy-ს აქციები 12%-ზე მეტით გაიზარდა.

კომპანიის განმარტებით, ახალი სიმძლავრე ილინოისის, ნიუ-ჯერსისა და პენსილვანიის შტატებში არსებული ექვსი მოქმედი ატომური ელექტროსადგურის მოდერნიზაციით მიიღება, რაც თანამედროვე ტურბინების, ორთქლის გენერატორებისა და ციფრული მართვის სისტემების დამონტაჟებას ითვალისწინებს.

ტექნოლოგიური გიგანტის თქმით, ეს შეთანხმება Constellation-ს აძლევს შემოსავლების გარანტიას, რაც 11 რეაქტორის განახლებისთვის საჭირო ინვესტიციების ჩასადებად არის აუცილებელი, ამავდროულად კი უზრუნველყოფს, რომ AI ბუმის გამო მომხმარებლებს დამატებითი ტარიფები არ დაეკისროთ.

გარიგების ფარგლებში Constellation-ი Google-ის პროგრამულ უზრუნველყოფა Gemini Enterprise-ს გამოიყენებს, რაც კომპანიას ლოკაციების შერჩევაში, ავარიული გათიშვების მართვასა და ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმარება.

890-მეგავატიანი ბირთვული გეგმის გარდა, Google-ი და Constellation-ი დამატებით 2.7 გიგავატი სიმძლავრის ენერგიის მიწოდებაზეც შეთანხმდნენ 15-წლიანი ვადით. კომპანიის განცხადებით, Google-ს აშშ-ის მასშტაბით არაერთ სხვა ბირთვულ პროექტში აქვს ინვესტიცია ჩადებული, მათ შორის ჯორჯიის, აიოვასა და ტენესის შტატებში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • ტრამპი: ბირთვული იარაღის შემცირებაზე შეთანხმება რთული იქნება, თუმცა მუშაობას გავაგრძელებთფორმულა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირარუსთავი 2
  • ცხინვალი და სოხუმი თბილისისგან ძალის არგამოყენების შეთანხმებას მოითხოვენნეტგაზეთი
  • ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ბათუმელი მედროშე ციხეს ნომებრის დასაწყისში დატოვებსტვ პირველი
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

აჭარაში კაფსულა სასტუმრო „მარს ოაზისმა“ ოპერირება დროებით შეაჩერა | მიზეზი

აჭარაში კაფსულა სასტუმრო „მარს ოაზისმა“ ოპერირება დროებით შეაჩერა | მიზეზი

BM.GE

ღვინოზე კონტროლის გამკაცრება იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფალსიფიცირების დიდი პრობლემაა - ვასილ მანაგაძე

ღვინოზე კონტროლის გამკაცრება იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფალსიფიცირების დიდი პრობლემაა - ვასილ მანაგაძე

BM.GE

პუტინი უკრაინაში აშშ-ის მეგობარი არ არის – აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტრამპის განცხადებაზე

პუტინი უკრაინაში აშშ-ის მეგობარი არ არის – აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტრამპის განცხადებაზე

BM.GE

350-მდე პარტნიორი კომპანია და ახალი AI ინსტრუმენტები - როგორ აჯამებს წელს Retain-ი

350-მდე პარტნიორი კომპანია და ახალი AI ინსტრუმენტები - როგორ აჯამებს წელს Retain-ი

BM.GE