მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Google-მა და SpaceX-მა ორბიტული მონაცემთა ცენტრების პროექტზე მოლაპარაკებები დაიწყეს
Google-მა და SpaceX-მა ორბიტული მონაცემთა ცენტრების პროექტზე მოლაპარაკებები დაიწყეს

Google-მა და SpaceX-მა ორბიტული მონაცემთა ცენტრების პროექტზე მოლაპარაკებები დაიწყეს

BM.GE14 მაისი, 2026, 04:12|bm.ge

Alphabet-ის შვილობილმა კომპანია Google-მა ილონ მასკის SpaceX-თან Project Suncatcher-ის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.

პროექტი კოსმოსში მზის ენერგიაზე მომუშავე ორბიტული მონაცემთა ცენტრების განთავსებასა და მათ სამომავლო გაშვებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ინიციატივა Tensor-ის პროცესორებით აღჭურვილი თანამგზავრების ქსელის შექმნას ითვალისწინებს. როგორც ირკვევა, Google-ი პირველი პროტოტიპის გაშვებას პარტნიორ Planet Labs-თან ერთად 2027 წლისთვის გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ SpaceX-ი ამჟამად საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსებისთვის ემზადება. ორბიტული მონაცემთა ცენტრების განვითარება კი კომპანიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ის დიდ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ რესურსებს საჭიროებს.

საგულისხმოა, რომ Google-თან შესაძლო პარტნიორობა ილონ მასკისთვის ხელოვნური ინტელექტის სფეროში კონკურენტთან თანამშრომლობის მეორე შემთხვევაა. გასულ კვირას ანალოგიური ინტერესი Anthropic-მაც გამოხატა, რომელიც SpaceX-ის Colossus 1-ის გამოთვლითი სიმძლავრეების გამოყენებაზე შეთანხმდა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს პროექტი კოსმოსში მრავალგიგავატიანი მონაცემთა ცენტრების განვითარებას ისახავს მიზნად.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE