მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გრიგოლ ლილუაშვილისათვის ქრთამის მიცემის და სხვა დანაშაულების გამო, ანდრია ლილუაშვილს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გრიგოლ ლილუაშვილისათვის ქრთამის მიცემის და სხვა დანაშაულების გამო, ანდრია ლილუაშვილს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გრიგოლ ლილუაშვილისათვის ქრთამის მიცემის და სხვა დანაშაულების გამო, ანდრია ლილუაშვილს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

BM.GE23 ივლისი, 2026, 23:29|bm.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისათვის ქრთამის მიცემის და სხვა დანაშაულების გამო, მის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

კერძოდ, პროკურატურა ავრცელებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გრიგოლ ლილუაშვილისათვის ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარების, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ანდრია ლილუაშვილი ჩართული იყო თაღლითური ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივ საქმიანობაში, რომელთა მფარველობას უზრუნველყოფდა მისი ნათესავის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მეშვეობით, რის სანაცვლოდაც გრიგოლ ლილუაშვილი ყოველთვიურად იღებდა სოლიდურ სარგებელს. 2021-2022 წლებში, თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის სანაცვლოდ, გრიგოლ ლილუაშვილმა ანდრია ლილუაშვილის მეშვეობით ქრთამის სახით მიიღო 1 365 000 აშშ დოლარი.

„სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე დადგინდა, რომ ფულის გათეთრების მიზნით, თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობიდან მიღებული უკანონო შემოსავალი, ასევე დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხები, ანდრია ლილუაშვილმა როგორც პირადად, ასევე მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით განათავსა სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე, ინვესტირება მოახდინა მასთან აფილირებულ კომპანიებში და მრავალჯერადი ფინანსური ტრანზაქციებით, უკანონო შემოსავალი მიმართა საქართველოსა და საზღვარგარეთ უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ანდრია ლილუაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარების, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი, ასევე მისი ეკვივალენტური უძრავ-მოძრავი ქონება, კერძოდ: დაახლოებით 35 მილიონი ლარის ღირებულების 70 ერთეული უძრავი ქონება, 17 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, 125 ერთეული ძვირფასეულობა და ფერწერული ტილო, ასევე საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა - რა კადრებს ავრცელებს პროკურატურა. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდარუსთავი 2
  • დაურ ბუავას საქმეზე ბრალდებულ ქალს წინასწარი პატიმრობა შეუფარდესტვ პირველი
პატიმრობა →ლილუაშვილის →

მსგავსი სტატიები

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE

ქონების გადასახადის რეფორმის ამოსავალი წერტილი ფულის რეალური მსყიდველობითი უნარი უნდა იყოს - დავით პაპიაშვილი

ქონების გადასახადის რეფორმის ამოსავალი წერტილი ფულის რეალური მსყიდველობითი უნარი უნდა იყოს - დავით პაპიაშვილი

BM.GE

რა განცხადებები გაკეთდა კიევში ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ?

რა განცხადებები გაკეთდა კიევში ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ?

BM.GE

"ბუნებრივია, თაღლითობაა, როცა გპირდებიან, რომ $1000-ის ინვესტიციით, კვირაში $5000 გადაგიხდიო" - როგორ ამოვიცნოთ "ფინანსური პირამიდები"

"ბუნებრივია, თაღლითობაა, როცა გპირდებიან, რომ $1000-ის ინვესტიციით, კვირაში $5000 გადაგიხდიო" - როგორ ამოვიცნოთ "ფინანსური პირამიდები"

BM.GE