მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ კომპანიებთან ზამთრის შემდგომ დაზიანებული გზების მოწესრიგების საკითხი განიხილა
გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ კომპანიებთან ზამთრის შემდგომ დაზიანებული გზების მოწესრიგების საკითხი განიხილა

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ კომპანიებთან ზამთრის შემდგომ დაზიანებული გზების მოწესრიგების საკითხი განიხილა

BM.GE21 მაისი, 2026, 21:20|bm.ge

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ლევან დარახველიძე, გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების კომპანიებს შეხვდა - ინფორმაციას ამის შესახებ თავად უწყება ავრცელებს.

პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა გზებზე არსებული ვითარება და ზამთრის შემდგომ დაზიანებული გზების მოწესრიგების საკითხი განიხილეს.

"კომპანიებმა გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებთან დაკავშირებით თავიანთი წინადადებები წარმოადგინეს. დეპარტამენტის მხრიდან კი კონკრეტული დავალებები მიიღეს, რათა დაზიანებული გზის მონაკვეთები უმოკლეს ვადებში აღდგეს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მოვლა-შენახვის სისტემის გაძლიერებაზე და ახალი ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე, რათა ეფექტიანად მოხდეს მკაცრი ზამთრისა და სტიქიური მოვლენების პირობებში, საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გზების დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრას თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ორმოცაძე და დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • NGO-ების საკითხს რაც შეეხება, რატომ ატყუებდით საზოგადოებას, რომ თუ ამ კანონს მივიღებდით, აიკრძალებოდა ორგანიზაციები, დაიხურებოდა ოპოზიციური მედიასაშუალებები, ემიგრანტებს არ ექნებოდათ საშუალება, რომ თავისი ოჯახებისთვის ფული გადმოერიცხათ - ლევან მაჭავარიანირუსთავი 2
  • ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს, შავ ზღვაში საზღვაო ოპერაციის დაწყების საკითხი განიხილოსფორმულა
  • პუტინს უკრაინის საკითხის განსახილველად, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინთან შეხვედრა სურს - Wall Street Journalტვ პირველი
  • კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებითნეტგაზეთი
საკითხზე →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE