მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Haven Fields-ის pre-sale სექტემბრის ბოლოს სრულდება: რას სთავაზობს პროექტი მყიდველებს
Haven Fields-ის pre-sale სექტემბრის ბოლოს სრულდება: რას სთავაზობს პროექტი მყიდველებს

Haven Fields-ის pre-sale სექტემბრის ბოლოს სრულდება: რას სთავაზობს პროექტი მყიდველებს

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 19:10|bm.ge

პრემიუმ კლასის კერძო სახლის შეძენისას არჩევანი მხოლოდ საცხოვრებელ სივრცეს არ ეხება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ცხოვრების ხარისხთან ერთად ფინანსურ დაგეგმვასა და უძრავი ქონების სამომავლო ღირებულებასაც უკავშირდება. შესაბამისად, მყიდველისთვის მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ სახლი და მისი მდებარეობა, არამედ შეძენის პირობები და ის შესაძლებლობები, რომლებსაც დეველოპერი სთავაზობს.

Haven Capital-ის პრემიუმ საცხოვრებელი პროექტი Haven Fields ტაბახმელაში, თავისუფლების მოედნიდან დაახლოებით 15 წუთის სავალზე ვითარდება. პროექტი 16 პრემიუმ ვილისგან შემდგარ დახურულ კერძო უბანს აერთიანებს და გათვლილია მათზე, ვისაც ქალაქთან სიახლოვის შენარჩუნება სურს, თუმცა საცხოვრებლად მშვიდ, ბუნებასთან ახლოს და კონფიდენციალურ გარემოს ეძებს.

ამ ეტაპზე Haven Fields-ში წინასწარი გაყიდვები მიმდინარეობს. პროექტში მოქმედი სპეციალური pre-sale შეთავაზება სექტემბრის ბოლოს სრულდება, რაც პოტენციური მყიდველებისთვის მიმდინარე პერიოდს განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის.

განვითარების საწყის ეტაპზე პროექტში შესვლა შესაძლებლობას იძლევა, ქონება უფრო ხელსაყრელი პირობებით შეიძინო. ამასთან, Haven Fields-ის შემთხვევაში შეძენის გადაწყვეტილებას დამატებითი ფინანსური შესაძლებლობებიც ახლავს.

პროექტს მხარს უჭერს თიბისი ბანკი, საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი. თანამშრომლობა მყიდველისთვის დამატებით ფინანსურ სანდოობასთან, სტაბილურობასთან და კაპიტალის უფრო მოქნილად მართვის შესაძლებლობასთან ასოცირდება.

ამასთანავე, Haven Fields-ში სახლის შეძენა შესაძლებელია გამარტივებული იპოთეკური დაფინანსებით, შემოსავლის დადასტურების გარეშე. ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს მათთვის, ვისაც უძრავი ქონების შეძენისას საკუთარი კაპიტალის სრულად გამოყენება არ სურს და ფინანსური რესურსების უფრო მოქნილად განაწილებას ანიჭებს უპირატესობას.

ფინანსურ პირობებთან ერთად, Haven Fields-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა თავად პროექტის კონცეფცია და ლოკაციაა. ტაბახმელა აერთიანებს ბუნებრივ გარემოს, სიმშვიდესა და ქალაქთან სიახლოვეს, პროექტიდან თავისუფლების მოედნამდე დაახლოებით 15 წუთის გზაა.

Haven Fields-ში სულ 16 პრემიუმ ვილაა დაგეგმილი. სახლები მფლობელებს მწვანე კარკასის მდგომარეობით ჩაჰბარდებათ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, ინტერიერი საკუთარი საჭიროებების, გემოვნებისა და ცხოვრების სტილის შესაბამისად მოაწყონ. პროექტის დასრულება 2027 წლის მარტისთვის იგეგმება.

Haven Capital-ში მიაჩნიათ, რომ ტაბახმელა ბოლო წლებში ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებად ყალიბდება როგორც საცხოვრებელი, ისე საინვესტიციო თვალსაზრისით. შესაბამისად, Haven Fields-ის კონცეფციაც ორი მნიშვნელოვანი ღირებულების გაერთიანებას ეფუძნება, მაღალი ხარისხის საცხოვრებელი გარემოს შექმნას და უძრავი ქონების გრძელვადიან საინვესტიციო პოტენციალს.

უძრავი ქონების შეძენისას კი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმას, რას ყიდულობ, არამედ იმასაც, თუ განვითარების რომელ ეტაპზე იღებ გადაწყვეტილებას. pre-sale სწორედ ის პერიოდია, როდესაც მყიდველს პროექტში ადრეულ ეტაპზე შესვლისა და სპეციალური პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს.

Haven Fields-ში ეს ეტაპი სექტემბრის ბოლოს სრულდება. შესაბამისად, მათთვის, ვინც პრემიუმ კლასის კერძო სახლს ქალაქთან ახლოს, მშვიდ და ბუნებრივ გარემოში ეძებს და ამავდროულად ყურადღებას აქცევს შეძენის ფინანსურ მოქნილობასა და ქონების სამომავლო ღირებულებას, მიმდინარე პერიოდი გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

Haven Fields-ის შემთხვევაში ინვესტიციის უპირატესობა სწორედ დღეს იწყება, სანამ პროექტში წინასწარი გაყიდვების პირობები ჯერ კიდევ მოქმედებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდარუსთავი 2
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

“ვფიქრობ, სტატუს-კვო შენარჩუნდება” - რიკარდ იოზვიაკი EU-ს მიერ “ქართული ოცნების“ იზოლაციაზე

“ვფიქრობ, სტატუს-კვო შენარჩუნდება” - რიკარდ იოზვიაკი EU-ს მიერ “ქართული ოცნების“ იზოლაციაზე

BM.GE

რუსული გაზის გაძვირებამ შესაძლოა სომხეთის ეკონომიკური ზრდა 5-7%-ით შეამციროს | სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

რუსული გაზის გაძვირებამ შესაძლოა სომხეთის ეკონომიკური ზრდა 5-7%-ით შეამციროს | სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

BM.GE

როგორ ართმევს "ოცნება" ხმის უფლებას 800 000 ამომრჩეველს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით?|კონსტიტუციონალისტის განმარტება

როგორ ართმევს "ოცნება" ხმის უფლებას 800 000 ამომრჩეველს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით?|კონსტიტუციონალისტის განმარტება

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება

BM.GE