მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ჰობი“ აჯიკისა და ტყემლის წარმოებას აფართოებს - პროექტში ₾300 000 ჩაიდება
„ჰობი“ აჯიკისა და ტყემლის წარმოებას აფართოებს - პროექტში ₾300 000 ჩაიდება

„ჰობი“ აჯიკისა და ტყემლის წარმოებას აფართოებს - პროექტში ₾300 000 ჩაიდება

BM.GE28 სექტემბერი, 2026, 03:17|bm.ge

ქართული თაფლის მწარმოებელი კომპანია „ჰობი“ აჯიკისა და ტყემლის წარმოების გაფართოებას გეგმავს. კომპანიას ამ მიმართულებით მცირე საწარმოო ხაზი უკვე აქვს, თუმცა იაპონური ბაზრიდან გაზრდილი ინტერესის ფონზე უფრო დიდი ხაზის შექმნას და წარმოების მასშტაბირებას გეგმავს.

როგორც „ჰობის“ დამფუძნებელი მიხეილ ჭიღლაძე BM.GE-სთან ამბობს, კომპანიამ აჯიკა და ტყემალი ტოკიოს გამოფენაზე წარადგინა, სადაც პროდუქტით იაპონელი პოტენციური პარტნიორები დაინტერესდნენ. შესაბამისად, მათი მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპანიამ წარმოების გაზრდა გადაწყვიტა.

„აქამდე აჯიკისა და ტყემლის მცირე საწარმოო ხაზი გვქონდა, თუმცა ის გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი მოცულობის წარმოების საშუალებას არ გვაძლევდა. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენთან იაპონელი პოტენციური პარტნიორები ჩამოვიდნენ, რომლებმაც ჩვენი აჯიკა და ტყემალი ტოკიოს გამოფენაზე გასინჯეს. იმდენად მოეწონათ, რომ გვითხრეს, უფრო დიდი საწარმოო ხაზი თუ გვექნებოდა, ჩვენს პროდუქციას იაპონიაში წაიღებდნენ.

ამ ინტერესმა გვაჩვენა, რომ წარმოების გაფართოებას რეალური საფუძველი ჰქონდა. ამიტომ უფრო დიდი ხაზის შექმნა გადავწყვიტეთ და ახლა ამ მიმართულების მასშტაბირებაზე ვმუშაობთ. ამასთან, წარმოების ზრდასთან ერთად, გვინდა, პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც იყოს წარმოდგენილი“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ახალი ხაზისთვის საჭირო დანადგარების ჩამოსვლას „ჰობი“ დაახლოებით თვე-ნახევარში ელოდება. პროექტში ჯამურად დაახლოებით 300 ათასი ლარის ინვესტიცია ჩაიდება, რომლის ნაწილიც სოფლის მეურნეობის სააგენტოს თანადაფინანსებით იქნება უზრუნველყოფილი.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, ახალი პროდუქცია ბაზარზე „ჰობის“ ბრენდით გაიყიდება. თავდაპირველად კომპანია მწვანე და წითელი ტყემლის, ორი სახეობის აჯიკისა და პომიდვრის საწებლის წარმოებას გეგმავს.

მისივე ინფორმაციით, პროდუქციის რეალიზაცია იაპონიის გარდა, ქართულ ბაზარზეც იგეგმება. თუმცა, ჭიღლაძის თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ახალი პროდუქციის გავრცელება ეტაპობრივად მოხდება და პირველ ეტაპზე კომპანია მხოლოდ რამდენიმე სავაჭრო ქსელში შევა.

„ძალიან ბევრ ქსელში ვართ თაფლით წარმოდგენილი და ახალ პროდუქტებსაც პირველ ეტაპზე ორ ან სამ ქსელში შევიტანთ. თავიდან ყველგან ალბათ ვერ გავწვდებით, რადგან იაპონიას დიდი მოთხოვნა აქვს და არ მინდა, რომ ერთდროულად დიდი მოთხოვნის გამო ქსელებშიც გავიჭედოთ. ჯერ გვინდა, წარმოების შესაძლებლობები დავაბალანსოთ მოთხოვნასთან“, - ამბობს ჭიღლაძე.

მისი თქმით, იაპონური კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში თებერვალში კიდევ ერთხელ ჩამოვლენ. ვიზიტის შემდეგ მხარეები თანამშრომლობის კონკრეტულ პირობებსა და იაპონიის ბაზარზე პროდუქციის მიწოდების დეტალებზე იმსჯელებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წარმოების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • 2012-2025 წლებში სოფლის მეურნეობის არაერთ მიმართულებაში წარმოებისა და პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდაიმედი
  • ტრამპმა უკრაინისთვის პატიროტის რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე განაცხადა თანხმობაფორმულა
  • საია: ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე, რომელიც ინტერნეტსივრცეში გამოხატვის თავისუფლებას შეეხებატვ პირველი
  • დავით სონღულაშვილი: ხარისხიანი ყურძნის წარმოება აუცილებლად მეტად დაფასდებარუსთავი 2
წარმოების →

მსგავსი სტატიები

რძის დეფიციტი და მოკლე ვადები - რატომ ვერ გადის ექსპორტზე რძის პროდუქტების მწარმოებელი „არია“

რძის დეფიციტი და მოკლე ვადები - რატომ ვერ გადის ექსპორტზე რძის პროდუქტების მწარმოებელი „არია“

BM.GE

ალექსანდარ ვუჩიჩი სერბეთის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა

ალექსანდარ ვუჩიჩი სერბეთის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა

BM.GE

„აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი მტერია“ - სოხუმის დაცემის დღეს თბილისში მსვლელობა გაიმართა

„აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი მტერია“ - სოხუმის დაცემის დღეს თბილისში მსვლელობა გაიმართა

BM.GE

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE