მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ - როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
„იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ - როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში

„იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ - როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში

BM.GE13 აგვისტო, 2026, 21:32|bm.ge

როგორ შეიძლება ბავშვმა ქართულ ენასთან კავშირი შეინარჩუნოს მაშინ, როცა ის საქართველოსგან შორს იზრდება? სწორედ ამ კითხვას პასუხობს საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტი „იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი“.

პროექტი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის ქართული ენის ყოველდღიურ გარემოში ინტეგრირებას და სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებას ემსახურება.

პროექტის ფარგლებში შექმნილი იავნანას ვერსიები ქართული ენის სწავლას ბავშვისთვის ნაცნობ და ბუნებრივ გარემოს - ძილის წინ მოსმენილ მუსიკას უკავშირებს. ჩანაწერებში მარტივი სიტყვები და ფრაზები თავდაპირველად ბავშვისთვის ნაცნობ ენაზე და შემდეგ კი ქართულად ჟღერს, რაც ქართულ სიტყვებს მისთვის უკვე ნაცნობ მნიშვნელობებთან და ყოველდღიურ კონტექსტთან აკავშირებს.

„იავნანა – ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ ამ ეტაპზე ინგლისურ, იტალიურ და ბერძნულ ენებზე შეიქმნა. სამივე ვერსიის მოსმენა უკვე შესაძლებელია YouTube-ზე:

ქართულ - ინგლისური ვერსია

ქართულ - იტალიური ვერსია

ქართულ - ბერძნული ვერსია

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებს აქტიურად უჭერს მხარს და მათთვის სამშობლოსთან, ქართულ ენასა და კულტურასთან კავშირის შენარჩუნებისთვის არაერთ შესაძლებლობას ქმნის. სწორედ ამ ხედვას ეფუძნება პროექტი „იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი“, რომელზეც ბანკთან ერთად კრეატიულმა სააგენტო „სუპერმარკეტმა“ და Heima Production-მა იმუშავეს.

ზოგჯერ ქართულ ენასთან კავშირი ერთი იავნანას მოსმენით იწყება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • იმერეთის პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებაიმედი
  • იმერეთში ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ექვსი პირი პასუხისგებაში მისცესფორმულა
  • იმერეთის პოლიციამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებარუსთავი 2
  • ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელისნეტგაზეთი
კავშირის →

მსგავსი სტატიები

ვინ მიაწოდა აფხაზეთს საწვავი საქართველოდან - რა (არ) ვიცით

ვინ მიაწოდა აფხაზეთს საწვავი საქართველოდან - რა (არ) ვიცით

BM.GE

ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 5 პუნქტი დააჯარიმა - ჯამში 2 მილიონი ლარით

ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 5 პუნქტი დააჯარიმა - ჯამში 2 მილიონი ლარით

BM.GE

ჩემი აზრით, ოკუპირებულ აფხაზეთს 3 000 ტონა საწვავის ზღვით მიეწოდა - ვახტანგ იობაშვილი

ჩემი აზრით, ოკუპირებულ აფხაზეთს 3 000 ტონა საწვავის ზღვით მიეწოდა - ვახტანგ იობაშვილი

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE