
იემენის სამთავრობო ძალებმა ჰუსიტების წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს
იემენის საერთაშორისოდ აღიარებულმა მთავრობამ და საუდის არაბეთის კოალიციამ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.
არსებული ინფორმაციით, იემენის საპრეზიდენტო საბჭოს ხელმძღვანელი რაშად ალ-ალიმი მიზნად ამბოხებულთა მიერ დაკავებული ყველა ტერიტორიის დაბრუნება ისახავს.
სამთავრობო არმიამ სამხედრო მოქმედებები ჰუსიტების მიერ კონტროლირებად დედაქალაქ სანაში უკვე დაიწყო. პარალელურად, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჰოდეიდაში მოწინააღმდეგის სამხედრო ობიექტებზე ინტენსიური იერიშები მიიტანა.
კოალიციის წარმომადგენლის განცხადებით, საზღვაო ძალებმა ჰუსიტების იარაღის საწყობები, დანაღმული ნავები და საზღვაო ნაღმები გაანადგურეს. ოფიციალური მონაცემებით, სამხედროებმა წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში სავაჭრო მარშრუტებზე დაგეგმილი თავდასხმაც ჩაშალეს.
ამას გარდა, სამთავრობო ძალებმა სტრატეგიული ბაბ-ელ-მანდების სრუტის ჩრდილოეთით მდებარე საკვანძო ქალაქ დუბაბზე კონტროლი სრულად დაიბრუნეს.
BM.GE
წყარო: bm.ge