მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "იმედია, საქართველოს შემთხვევაში, მათი დღევანდელი ტრაექტორიის ცვლილებას დავინახავთ" - მარკო რუბიო
"იმედია, საქართველოს შემთხვევაში, მათი დღევანდელი ტრაექტორიის ცვლილებას დავინახავთ" - მარკო რუბიო

"იმედია, საქართველოს შემთხვევაში, მათი დღევანდელი ტრაექტორიის ცვლილებას დავინახავთ" - მარკო რუბიო

BM.GE3 ივნისი, 2026, 19:21|bm.ge

"იმედია, საქართველოს დღევანდელი ტრაექტორიის ცვლილებას ვიხილავთ" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კონგრესმენმა ჯო უილსონმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და მმართველი პარტია ირანთან და ჩინეთთან თანამშრომლობაში, ასევე ანტიდასავლური დღის წესრიგის გატარებაში დაადანაშაულა.

"პროირანული რეჟიმი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი "ქართული ოცნების" მთავრობა, რომელიც არალეგიტიმურია, საფრთხეს უქმნის ამერიკულ წვდომას. საქართველოში ჩატარდა გაყალბებული არჩევნები. ამის გათვალისწინებით, ისინი ხელს უწყობენ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმ სწრაფად მზარდი რადიკალიზაციის აღსაკვეთად, რომელსაც საქართველოში "ქართული ოცნების" მთავრობა უწყობს ხელს?" - თქვა ჯო უილსონმა.

საპასუხოდ მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი სრულად იზიარებს აღნიშნულ შეშფოთებას, თუმცა ბოლო პერიოდში ქართული მხარისგან ორმხრივი კავშირების აღდგენის მზაობის გარკვეული სიგნალები მიიღეს.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ამერიკული მხარე იმედოვნებს, რომ არსებული ნეგატიური დინამიკის შეცვლა შესაძლებელია, რაც საბოლოო ჯამში თბილისის კონკრეტულ ქცევასა და ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული.

"ნება მომეცით, თუ შეიძლება, მინდა ვუპასუხო საქართველოს შესახებ დასმულ კითხვას. საქართველოსთან დაკავშირებით, მართალი ხართ. ყველაფერი, რაც ახლახან აღწერეთ, ჩვენს მანამდე არსებულ შეშფოთებას წარმოადგენს. ბოლო დროს მათ გარკვეული ნაბიჯები გადადგეს, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ. ჩვენ განვუმარტეთ მათ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რას მოითხოვს ეს.

ჩვენ მივიღეთ გარკვეული პოზიტიური პასუხები. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს შემთხვევაში შევძლებთ მათი დღევანდელი ტრაექტორიის შეცვლას. რა თქმა უნდა, გვესმის ყველაფერი, რაც ახლახან ჩამოაყალიბეთ, როგორც ჩვენთვის უკვე არსებული პრობლემები. მათ გვკითხეს, რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის, ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, შევძლებთ ამ საფუძველზე დაყრდნობით მუშაობას და შესაძლოა, ტრაექტორიის შეცვლას არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის, არამედ მათი ქცევის კუთხითაც", - განაცხადა მარკო რუბიომ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს 30 მარტს ტელეფონით ესაუბრა.

2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და „ოცნების“ არაერთ წარმომადგენელს, ასევე რიგ ძალოვნებს. თუმცა "ოცნება" ნაბიჯებს ძველი ადმინისტრაციის ხელწერად მიიჩნევს და ტრამპის ხელისუფლებასთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თუშეთში სეზონი გზის გახსნის დაგვიანებითა და ინფრასტრუქტურული პრობლემების ფონზე იწყება - „შიოს ქვის სახლი“

თუშეთში სეზონი გზის გახსნის დაგვიანებითა და ინფრასტრუქტურული პრობლემების ფონზე იწყება - „შიოს ქვის სახლი“

BM.GE

"ჩვენი ამოცანაა, აჭარის ტურისტული პროდუქტი გახდეს ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება" - ქვრივიშვილი

"ჩვენი ამოცანაა, აჭარის ტურისტული პროდუქტი გახდეს ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება" - ქვრივიშვილი

BM.GE

პოლონეთი სკოლებში მობილური ტელეფონებისა და პორნოგრაფიული საიტებისა აკრძალვას გეგმავს

პოლონეთი სკოლებში მობილური ტელეფონებისა და პორნოგრაფიული საიტებისა აკრძალვას გეგმავს

BM.GE

Microsoft-მა სან-ფრანცისკოში აგენტური სისტემები და ახალი ტექნოლოგიები წარადგინა

Microsoft-მა სან-ფრანცისკოში აგენტური სისტემები და ახალი ტექნოლოგიები წარადგინა

BM.GE