მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკების მინიმიზაციის მიზნით, სებ-მა ზომიერად გამკაცრებული განაკვეთი შეინარჩუნა | თამთა სოფრომაძე
ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკების მინიმიზაციის მიზნით, სებ-მა ზომიერად გამკაცრებული განაკვეთი შეინარჩუნა | თამთა სოფრომაძე

ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკების მინიმიზაციის მიზნით, სებ-მა ზომიერად გამკაცრებული განაკვეთი შეინარჩუნა | თამთა სოფრომაძე

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 18:34|bm.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა. სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის, თამთა სოფრომაძის განცხადებით, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მიმდინარე ინფლაციური პროცესები და საგარეო ფაქტორების გავლენაა.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველს, ერთის მხრივ, წარმოადგენს მიმდინარე ინფლაციის ტენდენციები, რაზეც საკმაოდ დიდი ზეგავლენა აქვს საგარეო ფაქტორებს. მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მსოფლიო ეკონომიკა რიგი გამოწვევების წინაშე დგას და, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგორესურსების ფასების საკმაოდ მკვეთრი ზრდა არის“, - განაცხადა სოფრომაძემ.

მისი თქმით, საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პროცესები საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება. აგვისტოში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია. სებ-ის შეფასებით, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრას ძირითადად მიწოდების მხრიდან მოქმედი შოკები, მათ შორის ენერგორესურსების გაძვირება, განაპირობებს.

ამასთან, ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკს განსაკუთრებით აკვირდება. სოფრომაძის განცხადებით, ამ მხრივ მნიშვნელოვანი ინდიკატორია საბაზო ინფლაცია, რომელიც აგვისტოში 3.6%-ს შეადგენდა.

„მნიშვნელოვანია ის, რომ მიწოდების შოკმა არ გაზარდოს ინფლაციური მოლოდინები. ამ მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი - საბაზო ინფლაცია - აგვისტოს მდგომარეობით 3.6% იყო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს გავლენა ჯერ კიდევ ზომიერი რჩება“, - აღნიშნა სოფრომაძემ.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ინფლაციის მიმდინარე დინამიკა ცენტრალურ პროგნოზთან შესაბამისობაშია. არსებული სცენარის მიხედვით, 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 5.2%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია ეტაპობრივად 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

ამავდროულად, სებ-ის ინფორმაციით, ეკონომიკური აქტივობა კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.0% შეადგინა, ხოლო წლის პირველ შვიდ თვეში საშუალო ზრდის მაჩვენებელი 7.9% იყო.

სოფრომაძის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.25%-ზე შენარჩუნების მიზანი ინფლაციის კონტროლი და საგარეო შოკების გავლენის ამოწურვის შემდეგ ფასების ზრდის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნების ხელშეწყობაა.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, რომლის მიზანიც არის, რომ მას შემდეგ, რაც საგარეო ფაქტორების გავლენა ამოიწურება, ინფლაცია სწრაფად დაუბრუნდეს 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს“, - აღნიშნა თამთა სოფრომაძემ.

ეროვნული ბანკის განცხადებით, მარეგულირებელი გააგრძელებს მიმდინარე მოვლენებისა და მათი საქართველოს ეკონომიკაზე გადმოცემის ინტენსივობის მონიტორინგს. სებ-ის შეფასებით, თუ მიწოდების შოკი გახანგრძლივდა და ინფლაციურ მოლოდინებზე ზეწოლა გაიზარდა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზომიერი ზრდა შესაძლოა გაგრძელდეს. საპირისპიროდ, ინფლაციური შოკის ამოწურვის შემდეგ ეროვნული ბანკი პოლიტიკის ეტაპობრივ ნორმალიზებას დაიწყებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 21 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გივი მიქანაძე უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდა

გივი მიქანაძე უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდა

BM.GE

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers’ Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers’ Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია

BM.GE

მილიარდერმა კრის როკოსმა ბრიტანეთის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

მილიარდერმა კრის როკოსმა ბრიტანეთის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

BM.GE

Accor საქართველოში გაფართოებას განაგრძობს – შავი ზღვის სანაპიროზე ახალი Swissôtel გაიხსნება

Accor საქართველოში გაფართოებას განაგრძობს – შავი ზღვის სანაპიროზე ახალი Swissôtel გაიხსნება

BM.GE