მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ინვესტიციების სააგენტო" მილანში დაგეგმილ ფარმაგამოფენაზე ქართული სტენდის მოწყობას გეგმავს
"ინვესტიციების სააგენტო" მილანში დაგეგმილ ფარმაგამოფენაზე ქართული სტენდის მოწყობას გეგმავს

"ინვესტიციების სააგენტო" მილანში დაგეგმილ ფარმაგამოფენაზე ქართული სტენდის მოწყობას გეგმავს

BM.GE5 ივლისი, 2026, 12:00|bm.ge

სსიპ ინვესტიციების სააგენტო მილანში ოქტომბერში დაგეგმილ ფარმაცევტულ გამოფენაზე ქართული სტენდის მოწყობას გეგმავს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 3 ქართული კომპანია.

სტენდის მოსაწყობად ინვესტიციების სააგენტოს გამოცხადებული აქვს 42 480 ევროს ოდენობის გამარტივებული შესყიდვა. კერძოდ, გამოფენაზე სააგენტოს ორგანიზატორისგან ნაქირავები აქვს 36 კვ.მ საგამოფენო სივრცე, რომელზეც სააგენტოს ცნობით, საჭიროა სტენდის მშენებლობის მომსახურების შესყიდვა.

“სსიპ „ინვესტიციების სააგენტოს“ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეკონომიკური ინტერესების ეფექტური წარმოჩენა.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, "აწარმოე საქართველოს", რომლის ფუნქცია-მოვალეობები და მიზნები, აღნიშნული სააგენტოს გაუქმების შემდგომ გადმოვიდა ჩვენს სააგენტოში, წლის დასაწყისში წინასწარ ჰქონდა ნაქირავები 36 კვ/მ საგამოფენო ფართი ქ. მილანში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც თავის მხრივ შეთანხმებული იყო შესყიდვების სააგენტოსთან.

საგამოფენო სივრცის სპეციფიკიდან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია აღნიშნულ ფართზე საგამოფენო სტენდის დროული და ქვეყნის იმიჯზე მორგებული სივრცის მოწყობა, რაც პირდაპირ ახდენს გავლენას ქვეყნის საინვესტიციო იმიჯსა და გამოფენის მიმდინარეობისას დასახული შედეგების მიღწევაზე.”, - წერია შესყიდვის დოკუმენტაციაში.

სააგენტოს განმარტებით, საერთაშორისო საგამოფენო სივრცის ორგანიზატორების მიერ დადგენილი მკაცრი წესებისა და რეგულაციების თანახმად, სტენდების მომწყობი ორგანიზაციის იდენტიფიცირება, საბოლოო გამოვლენა და სტენდის პროექტის წარდგენა უნდა მოხდეს 2026 წლის 31 ივლისამდე.

“ზემოაღნიშნული კრიტიკული ვადების მიუხედავად, ჩვენი სააგენტოს მხრიდან შესყიდვების პროცედურების უფრო ადრეულ ეტაპზე დაწყება ობიექტურად შეუძლებელი იყო. ორგანიზაციის ბიუჯეტი ოფიციალურად დამტკიცდა მიმდინარე წლის ივნისის თვეში, შესაბამისად, ამ დრომდე ორგანიზაციას არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი და ფინანსური რესურსი, რათა დაეწყო აღნიშნული ღონისძიებისთვის საჭირო წინასწარი მოსამზადებელი მოქმედებები და შესყიდვის პროცედურები”, - განმარტავენ სააგენტოში.

ცნობისთვის, მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში ინვესტიციების სააგენტოს ამოქმედების გადაწყვეტილება დაახლოებით ორი თვის წინ გამოაცხადა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში ასეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ადრეც არსებობდა და ის „ქართული ოცნების“ მთავრობამ 2017 წლის ივნისში გააუქმა. სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ დადგენილებას ხელი მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა ხელი. სააგენტოს გაუქმების შესახებ განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯებისა და ბიუროკრატიული აპარატის შემცირების მოტივით, სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად 2016 წლის ნოემბერში გააკეთა და თქვა, რომ სააგენტო "მეწარმეთა სააგენტოს" შეუერთდებოდა, რომელსაც შემდეგ “აწარმოე საქართველოში” დაერქვა. წელს კი, "აწარმოე საქართველოშის“ ბაზაზე „ეკონომიკის განვითარების კორპორაცია” და “ინვესტიციების სააგენტო” ცალ-ცალკე ჩამოყალიბდა. კორპორაციის ხელმძღვანელად ირაკლი გაბრიაძე დაინიშნა, ხოლო ინვესტიციების სააგენტოს - მიხეილ ხიდურელი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თურქეთთან ვაჭრობა გაიზარდა|როგორი ეკონომიკური კავშირები გვაქვს ამ ქვეყანასთან?

თურქეთთან ვაჭრობა გაიზარდა|როგორი ეკონომიკური კავშირები გვაქვს ამ ქვეყანასთან?

BM.GE

"ჩვენი ამოცანაა, სოფლის მეურნეობაში კაპიტალი არ იყოს ძალიან ძვირი" - "ტირიფონის ბაღების" დამფუძნებელი

"ჩვენი ამოცანაა, სოფლის მეურნეობაში კაპიტალი არ იყოს ძალიან ძვირი" - "ტირიფონის ბაღების" დამფუძნებელი

BM.GE

რუსეთში საწვავის კრიზისის ფონზე ჩინურ ელექტრომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა

რუსეთში საწვავის კრიზისის ფონზე ჩინურ ელექტრომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა

BM.GE

წელს, პურ-ფუნთუშეულის იმპორტში $45.7 მილიონი გადავიხადეთ|სად ვყიდულობთ და ვყიდით?

წელს, პურ-ფუნთუშეულის იმპორტში $45.7 მილიონი გადავიხადეთ|სად ვყიდულობთ და ვყიდით?

BM.GE