
iPhone Duo-ები წინასწარი შეკვეთების დაწყებიდან რამდენიმე წუთში ამოიყიდა
Apple-ის ახალი სმარტფონი, პირველი დასაკეცი iPhone-ი წინასწარი შეკვეთების დაწყებიდან რამდენიმე წუთში სრულად გაიყიდა. ამერიკის დროით დილის 8 საათზე დაწყებული პროცესი მალევე დასრულდა და კომპანიის მარაგები სრულად ამოიწურა.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა მაღალი აქტივობის გამო, მოწყობილობის მიწოდების თარიღმა ჯერ 16 ნოემბრისკენ, მოგვიანებით კი 23 ნოემბრისკენ გადაიწია. მართალია, მსურველებს შეკვეთის განთავსება კვლავ შეუძლიათ, თუმცა ისინი პროდუქტს 23 ოქტომბერს დაგეგმილ მიწოდების პირველ დღეს ვეღარ მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური გიგანტი გაყიდვების პირველი დღისთვის გამზადებული მოწყობილობების ზუსტ რაოდენობას არ ასაჯაროებს.
საყურადღებო ფაქტია, რომ ონლაინ-გაყიდვების შედეგების მიუხედავად, 23 ოქტომბერს კომპანიის ფიზიკურ მაღაზიებში სმარტფონების გარკვეული რაოდენობა მაინც გამოჩნდება.
BM.GE
წყარო: bm.ge