
ევროკავშირის სამიტზე ბიუჯეტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა
ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტი გრძელვადიან ბიუჯეტზე შეთანხმების გარეშე დასრულდა. როგორც ირკვევა, ევროპის ლიდერებმა ფინანსური წნეხის, ვაშინგტონთან არსებული უთანხმოებისა და ეკონომიკური გამოწვევების გამო ერთიანი პოზიციის ფორმირება ვერ შეძლეს, თუმცა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ განაცხადა, რომ ის მოლაპარაკებების წლის ბოლომდე დასასრულებლად ყველაფერს გააკეთებს.
შეგახსენებთ, სამიტის ფარგლებში ევროკომისიამ მომდევნო წლებისთვის 2 ტრილიონი ევროს ($2.24 ტრლნ.) მოცულობის ბიუჯეტი წარადგინა. ევროკავშირის თავმჯდომარე ირლანდიამ შეიმუშავა ისეთი კომპრომისული ვარიანტი, რომელმაც საწყისი თანხა 141 მილიარდი ევროთი შეამცირა, თუმცა წევრ ქვეყნებს შორის დაპირისპირება ამან მაინც გამოიწვია.
როგორც ირკვევა, გერმანია და სხვა კონსერვატიული სახელმწიფოები მცირე ბიუჯეტს ითხოვდნენ, ხოლო იტალია და ესპანეთი სოფლის მეურნეობის სუბსიდიების დაცვას ცდილობენ. სამხრეთ ევროპის სახელმწიფოების მხარე დაიჭირა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც, რომლის განცხადებითაც, შეზღუდული ბიუჯეტი ევროპის მოქნილობას გაანახევრებს და ევროპას მკაცრ ჩარჩოებში მოაქცევს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მომდევნო მრავალწლიანი ბიუჯეტი, რომელზე მსჯელობაც ახლაც გრძელდება, 2028-2034 წლებს უნდა შეეხოს.
BM.GE
წყარო: bm.ge