
ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?
ირაკლი კობახიძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი თბილისში ინდოეთის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას, რაც ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა რამდენიმე საკვანძო სფეროში განიხილეს:
• ეკონომიკა და ვაჭრობა: ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობასა და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების აუცილებლობაზე. • საერთაშორისო ფორმატები: ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებულ კონსტრუქციულ თანამშრომლობასა და მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინაციის გაძლიერებას. • ტურიზმი, განათლება და კულტურა: საუბარი შეეხო ტურიზმისა და განათლების სექტორებს. შეხვედრაზე აღინიშნა ინდოეთიდან ვიზიტორთა ნაკადის ზრდის დადებითი დინამიკა, ასევე ინდოელი სტუდენტების მზარდი ინტერესი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღების კუთხით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის 8 თვეში საქართველოსა და ინდოეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 8%-ით 86.2 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.
ოფიციალური სტატისტიკით, მე-2 კვარტალში 75.8%-ით შემცირდა ინდოეთის მოქალაქეების ტურისტული ვიზიტები საქართველოში.
BM.GE
წყარო: bm.ge