მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირაკლი კობახიძემ თურქეთის განათლების მინისტრთან კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილა
ირაკლი კობახიძემ თურქეთის განათლების მინისტრთან კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილა

ირაკლი კობახიძემ თურქეთის განათლების მინისტრთან კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილა

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 22:00|bm.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრს, იუსუფ თექინს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრობასა და მრავალწლიან წარმატებულ პარტნიორობას როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით. მხარეებმა საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილეს.

"ამ კონტექსტში აღინიშნა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული შეთანხმება. ითქვა, რომ დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას, ასევე მოსწავლეებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული მხარე მზად არის, განაგრძოს თურქეთთან მჭიდრო პარტნიორობა და ხელი შეუწყოს ორმხრივად სასარგებლო ინიციატივების განხორციელებას, მათ შორის ახალგაზრდობის სფეროში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის, განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, შეთანხმება გაფორმდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 139 სტატია.

  • არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც რეფერენდუმის კამპანიის ორგანიზატორებად რეგისტრაციის უფლება აქვთ, უცხოეთიდან ფინანსდებიან, მათი საქმიანობა სათანადოდ არ კონტროლდება - სლოვენიის პრემიერ-მინისტრი​რუსთავი 2
  • მაკა ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • სახალხო დამცველმა პენიტენციურში ადვოკატების ჩანაწერების დაცვაზე იუსტიციის მინისტრს მიმართაფორმულა
  • გელა გელაძე შს მინისტრის მოადგილე აღარაანეტგაზეთი
მინისტრი →თურქეთის →განათლების →

მსგავსი სტატიები

დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

დევიდ ბეკჰემი პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია Coty-სგან $41 მილიონს ითხოვს

BM.GE

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

BM.GE

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

საპენსიო ფონდი 13,500 კომპანიას მოუწოდებს დაფარონ დავალიანება, რათა ამნისტიით ისარგებლონ

BM.GE

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

რატომ აშენებენ კომპანიები კორპუსებს რამდენიმე თვეში, სკოლების მშენებლობა კი წლობით ჭიანურდება? - კაკაურიძის პასუხი

BM.GE