მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანმა ბაჰრეინში Amazon-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა
ირანმა ბაჰრეინში Amazon-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა

ირანმა ბაჰრეინში Amazon-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა

BM.GE22 ივლისი, 2026, 01:29|bm.ge

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ბაჰრეინში მდებარე Amazon-ის მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურაზე ფრთოსანი რაკეტებით იერიში მიიტანა. ირანული სამთავრობო მედია Fars-ის თანახმად, მიზანში ამოღებული ობიექტი სრულად განადგურდა, თუმცა ამერიკული არხები და თავად Amazon-ის წარმომადგენლობა ამ ცნობას არ ადასტურებენ.

აღსანიშნი ფაქტია, რომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები კონფლიქტის ეპიცენტრში მანამდეც აღმოჩნდნენ. მარტში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში AWS-ის მონაცემთა ცენტრებზე დრონების განხორციელებულმა იერიშმა ციფრული სერვისების შეფერხება გლობალურად გამოიწვია, აპრილში კი ირანულმა მხარემ Nvidia-ს, Apple-ის, Microsoft-ისა და Google-ის ობიექტები თავდასხმის შესაძლო სამიზნეებად გამოაცხადა.

შეგახსენებთ, აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასრულებულად გამოცხადების შემდეგ გამწვავდა. ამ ნაბიჯის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ ირანის სამხედრო ობიექტებზე იერიშები 10 ღამის განმავლობაში განახორციელა. უწყების განმარტებით, სამხედრო კამპანია მიზნად ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმის პოტენციალის განადგურებას ისახავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 160 სტატია.

  • ჯეი დი ვენსი: აშშ ირანს არ დაელაპარაკება, სანამ ისინი სავაჭრო გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენიმედი
  • ფეზეშქიანის თქმით ვაშინგტონის მიერ პირობების შესრულებისას ირანი შეთანხმებას დაუბრუნდებაფორმულა
  • ტრამპის განცხადებით, ირანზე სამხედრო დარტყმები შეზღუდული ხასიათისაარუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE

რუსეთის ნავთობის ექსპორტის 94% მეგობარ ქვეყნებზე მოდის - ვიცე-პრემიერი ნოვაკი

რუსეთის ნავთობის ექსპორტის 94% მეგობარ ქვეყნებზე მოდის - ვიცე-პრემიერი ნოვაკი

BM.GE

Tesla-მ ოსტინში რობოტაქსი Cybercab-ის კომერციული მომსახურება დაიწყო

Tesla-მ ოსტინში რობოტაქსი Cybercab-ის კომერციული მომსახურება დაიწყო

BM.GE

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

BM.GE