მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანში ომის მიუხედავად, Zara-ს მფლობელი Inditex-ის მოგება 5%-ით გაიზარდა
ირანში ომის მიუხედავად, Zara-ს მფლობელი Inditex-ის მოგება 5%-ით გაიზარდა

ირანში ომის მიუხედავად, Zara-ს მფლობელი Inditex-ის მოგება 5%-ით გაიზარდა

BM.GE7 ივნისი, 2026, 19:55|bm.ge

Zara-ს მფლობელმა ესპანურმა მოდის გიგანტმა, Inditex-მა, პირველ კვარტალში 1.4 მილიარდი ევროს წმინდა მოგება დააფიქსირა, რაც წინა წელთან შედარებით 5.4%-იანი ზრდაა და ბაზრის მოლოდინებს აღემატება.

გაყიდვები 5.8%-ით - ან 8.8%-ით მუდმივი გაცვლითი კურსით - 8.7 მილიარდ ევრომდე გაიზარდა, რაც ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდევ დაახლოებით 8%-იან ზრდაზე მაღალი მაჩვენებელია.

მოგების მარჟის გაუმჯობესების წყალობით, მთლიანი მოგება 6.9%-ით, 5.4 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ კომპანიამ შემოსავლების უფრო დიდი ნაწილი მოგების სახით შეინარჩუნა. EBITDA (მოგება პროცენტების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის დაქვითვამდე) 7.3%-ით, 2.6 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

Inditex-ის აქციების ფასმა 5%-ზე მეტით მოიმატა მას შემდეგ, რაც კომპანიამ მეორე კვარტალის ძლიერი დასაწყისის შესახებ განაცხადა. 1-ელი მაისიდან 1-ელ ივნისამდე პერიოდში გაყიდვები 11.5%-ით გაიზარდა, რამაც დაამშვიდა ინვესტორები, რომ მომხმარებელთა დანახარჯების შესუსტების ნიშნების მიუხედავად, Zara-ს მფლობელი მდგრადობას ინარჩუნებს.

"Inditex-მა შეინარჩუნა ძლიერი იმპულსი, მისმა უახლესმა შედეგებმა პირველი კვარტლის მოლოდინებს გადააჭარბა. ასევე დაფიქსირდა მეორე კვარტლის ძლიერი სტარტი, რადგან გაყიდვები დაახლოებით იმავე ტემპით გაიზარდა, როგორითაც კომპანიამ წინა კვარტალი დაასრულა", - განაცხადა მამტა ვალეჩამ, Quilter Cheviot-ის ანალიტიკოსმა.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჯარო ტანსაცმლის რითეილერის შემოსავლების ეს ნახტომი ზაფხულის მოახლოებასთან ერთად მომხმარებელთა სტაბილურ მადაზე მიუთითებს. ეს ხდება იმ შიშების ფონზე, რომ უფრო გაურკვეველი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფონი შესაძლოა მომდევნო თვეებში ხარჯებზე უარყოფითად აისახოს. ბიზნესები მთელ მსოფლიოში გლობალური ეკონომიკის მზარდ გაურკვევლობას და მომხმარებლების მიერ ხარჯების პოტენციურ შემცირებასთან დაკავშირებულ შიშებს უმკლავდებიან.

Inditex-ის განცხადებით, მისი მიწოდების ფართო ჯაჭვი და მოქნილი სატრანსპორტო ქსელი დაეხმარა კომპანიას, ბოლოდროინდელი შეფერხებების მიუხედავად, მსოფლიოს მასშტაბით მაღაზიებში პროდუქციის უწყვეტი მიწოდება შეენარჩუნებინა.

"საბოლოო ჯამში, Inditex ინარჩუნებს მედეგ ბიზნესმოდელს, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზეწოლას და ვალუტის კურსების რყევებს გაუძლოს", - აღნიშნა მამტა ვალეჩამ.

ვალეჩას თქმით, მომხმარებელთა ძლიერმა მოთხოვნამ და კომპანიის უნარმა, მოიპოვოს პროდუქცია ძირითად ბაზრებთან ახლოს, მას კოლექციების მუდმივად განახლებაში დაეხმარა, თანაც ისე, რომ ფასდაკლებების საჭიროება მინიმუმამდე დაეყვანა.

Inditex-მა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე "გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა" გავლენა მოახდინა გაყიდვებზე ახლო აღმოსავლეთში - რეგიონში, რომელზეც Barclays-ის შეფასებით, კომპანიის შემოსავლების დაახლოებით 5% მოდის.

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარე არასტაბილურობამ შესაძლოა მის მომდევნო თვეების შედეგებზეც იმოქმედოს.

Inditex-ი რიგი სხვა გამოწვევების წინაშეც დგას, მათ შორის გაზრდილი გადაზიდვის ხარჯები და ისეთ ნედლეულზე ფასების მატებაა, როგორებიც ბამბა და პოლიესტერია. მოსალოდნელია, რომ წელს კომპანიის შედეგებზე უარყოფით გავლენას ვალუტის კურსების რყევებიც მოახდენს.

Inditex-მა კვარტალი 5 456 მაღაზიით დაასრულა.

წლის ძლიერი სტარტის მიუხედავად, Inditex-მა თავისი პროგნოზები უცვლელი დატოვა. კომპანია ელის, რომ გაყიდვების ზრდა მეორე კვარტალშიც გაგრძელდება, რასაც ხელს საგაზაფხულო და საზაფხულო კოლექციებზე ძლიერი მოთხოვნა, ასევე მაღაზიებისა და ოპერაციების მუდმივი გაუმჯობესება შეუწყობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 227 სტატია.

  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა - აშშ-მა ირანზე საჰაერო დარტყმები განახორციელარუსთავი 2
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
  • The Wall Street Journal: აშშ-ის მიერ ღამით ირანზე განხორციელებული თავდასხმა ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებზე გადასვლას არ ნიშნავსიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

BM.GE

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

BM.GE

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

BM.GE

ჩინეთი აშშ-ს ჰუმანოიდი რობოტების აკრძალვის გამო საპასუხო ზომებით დაემუქრა

ჩინეთი აშშ-ს ჰუმანოიდი რობოტების აკრძალვის გამო საპასუხო ზომებით დაემუქრა

BM.GE