მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ისედაც ცნობად აქვს მიღებული მთავრობას" - პაპუაშვილის თქმით, "ფასების კომისიის" დასკვნა პლენარულ სხდომაზე არ განიხილება
"ისედაც ცნობად აქვს მიღებული მთავრობას" - პაპუაშვილის თქმით, "ფასების კომისიის" დასკვნა პლენარულ სხდომაზე არ განიხილება

"ისედაც ცნობად აქვს მიღებული მთავრობას" - პაპუაშვილის თქმით, "ფასების კომისიის" დასკვნა პლენარულ სხდომაზე არ განიხილება

BM.GE14 მაისი, 2026, 23:08|bm.ge

შალვა პაპუაშვილი განცხადებით, ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნის პლენარულ სხდომაზე განხილვა არ იგეგმება, რადგან დოკუმენტი უკვე საჯაროა და „მთავრობას ისედაც ცნობად აქვს მიღებული“.

პაპუაშვილის თქმით, კომისიის ანგარიში პარლამენტის ბიუროს უკვე გადაეცა და ბიურომ ის ცნობად მიიღო.

„ანგარიში გადაეცა ბიუროს და ბიურომ ეს ცნობად მიიღო. პლენარულ სხდომაზე გამოტანა არ არის დაგეგმილი. თავად პროცესი საჯარო იყო. მე მგონი, ჩართული იყო მთელი ქვეყანა, მედიის, მოსახლეობის ჩათვლით და საპარლამენტო ოპოზიციის ჩათვლით. ასე რომ, ყველა მიგნება და დასკვნა საჯარო და განხილულია ისედაც. ისედაც საჯარო დოკუმენტია, გამოქვეყნდა. ისედაც ცნობად აქვს მიღებული მთავრობას,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა მსხვილი სავაჭრო ქსელების ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, გარკვეული პროდუქტების ჩამონათვალი მომხმარებლებისთვის მუდმივად დაბალ ფასად იქნება ხელმისაწვდომი.

ქსელებს შორის კონკურენცია იქნება, რომ ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდეთ - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დროებითი კომისია უფლებამოსილია, თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიში პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს, ასევე შეიმუშაოს დასკვნა და რეკომენდაცია, რომელიც შემდგომ შესაბამის უწყებებს რეაგირებისთვის გადაეგზავნება. რეგლამენტი ასევე განსაზღვრავს, რომ პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია დროებითი კომისიის ანგარიში, დასკვნა ან რეკომენდაცია პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს, თუმცა ეს სავალდებულო პროცედურას არ წარმოადგენს. ამასთან, დროებითი კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში, პარლამენტს შეუძლია კომისიის მიერ შემუშავებულ აქტთან დაკავშირებით დადგენილება მიიღოს.

ცნობისთვის, რითეილ ასოციაციის განცხადებით, ქსელური მარკეტები მომხმარებელს სოციალურ პროდუქტზე ფასდაკლებებს სთავაზობენ. სოფიო ქაშაკაშვილი ამბობს, რომ დარგობრივი გაერთიანების წევრებმა სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებები თითქმის ორი კვირაა რაც დაიწყეს, თუმცა თითოეული ქსელური მარკეტის მიერ „სოციალური კალათის“ ფარგლებში წარმოდგენილ პროდუქტებზე განსხვავებული ფასდაკლებები მოქმედებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, მთავრობისა და ბიზნესის კომუნიკაციისას გამოკვეთილ 15 პირველადი მოხმარების პროდუქტზე ქსელების მიერ შეთავაზებული ფასდაკლება მოკლევადიანი შედეგია და გრძელვადიანი შედეგისთვის მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 159 სტატია.

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდარუსთავი 2
  • არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგიმედი
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

BM.GE

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

BM.GE

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

BM.GE

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

BM.GE