
ისევ აქვს თუ არა აშშ-ის სენატს კრიპტო კანონპროექტის დამტკიცების შანსი?
კრიპტოინვესტორებისთვის წლების განმავლობაში უმთავრეს პრობლემას სამართლებრივი გაურკვევლობა წარმოადგენდა. მკაფიო კანონმდებლობის არარსებობის გამო, მარეგულირებელი უწყებები ხშირად მოულოდნელ სანქციებსა და სასამართლო დავების იწყებდნენ.
სწორედ ამიტომ, ინდუსტრია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება კრიპტო კანონპროექტის, სახელწოდებით CLARITY Act-ის განხილვის პროცესს. ეს დოკუმენტი ციფრული აქტივების ბაზარზე საბოლოოდ აწესებს გამჭვირვალე, სამართლიან თამაშის წესებს, რაც ბიზნესს სამართლებრივ უსაფრთხოებას მისცემს, ინვესტორების რისკებს შეამცირებს და სექტორში ინსტიტუციური კაპიტალის შემოდინებას გაუხსნის გზას.
თუმცა, ამ ისტორიული კანონპროექტის დამტკიცების დრო იწურება. აშშ-ის სენატში რესპუბლიკურ უმრავლესობას ინიციატივის მისაღებად ვადა 2027 წლის 3 იანვრამდე აქვს, სანამ კონგრესზე კონტროლს დემოკრატები ოფიციალურად გადაიბარებენ. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრის კენჭისყრაზე კანონპროექტის წინსვლას სულ რაღაც 11 ხმა დააკლდა, რესპუბლიკელმა სენატორებმა გადაწყვეტილების გადახედვის პროცედურა უკვე დაიწყეს, რაც საკითხის ხელახლა განხილვის შანსს ზრდის.
თუ მოქმედი მოწვევის კონგრესი 3 იანვრამდე დოკუმენტის დამტკიცებასა და პრეზიდენტ ტრამპის ხელმოწერას ვერ მოასწრებს, კანონპროექტის განხილვა ახალ კონგრესში თავიდან დაიწყება, სადაც პროცესის დღის წესრიგს უკვე დემოკრატები განსაზღვრავენ, მათი პოზიცია კი CLARITY Act-ის მიმართ ნეგატიურია და სავარაუდოა, რომ "ლურჯები" ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ.
BM.GE
წყარო: bm.ge