
ისრაელი, რუსეთი, აშშ|TOP-10 ქვეყანა, საიდანაც წელს საქართველოს უძრავ ქონებაში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო
საქართველოს უძრავი ქონების სექტორში, მიმდინარე წლის 6 თვეში, 168,5 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის ($131,4 მლნ) მაჩვენებელს 37.1 მილიონი დოლარით აღემატება.
BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, უძრავი ქონების სფეროში, ყველაზე მეტი FDI ისრაელიდან შემოვიდა - $33 მლნ. სამეულში რუსეთი და აშშ 26-26 მილიონი დოლარით.
FDI უძრავი ქონების სექტორში - 2026 წლის 6 თვე|TOP-10 ქვეყანა
ისრაელი - $33 მლნრუსეთი - $26,6მლნაშშ - $26 მლნპანამა - … გერმანია - $9 მლნგაერთიანებული სამეფო - $8,2 მლნსაუდის არაბეთი - $7,6 მლნთურქეთი - $6,4 მლნუკრაინა - $6 მლნვირჯინის კ-ები (ბრიტ.) - $5,7შვეიცარია - $4,7 მლნდანარჩენი ქვეყნები - $35 მლნ.
შენიშვნა: საქსტატი, ქვეყნების გასწვრივ, FDI-ს მოცულობას მრავალწერტილით მაშინ აღნიშნავს, თუ შესაძლებელი ხდება ამ ქვეყნიდან კონკრეტული კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის იდენტიფიცირება, რაც კომერციული საიდუმლოებაა.
რაც შეეხება უცხოურ საწარმოებს, სადაც ყველაზე მეტი FDI ჩაიდო, TOP-10 კომპანიის სია ასე გამოიყურება:
შპს პიქსელ ინვესტ გრუპშპს ბი ეს დი 26შპს ახალი ვარსკვლავიშპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიაშპს მპ დეველოპმენტიშპს რივერსაიდ ინვესტიშპს სარდა საქართველოშპს თბილისი მოლ ჰოლდინგსს მეტრო სითი თრეიდ ცენტრ ბათუმიშპს კოჩ ბათუმი.
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
BM.GE
წყარო: bm.ge