მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას მხარი დაუჭირა

BM.GE5 ივნისი, 2026, 22:15|bm.ge

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, უქმდება საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა.

ინიციატივა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა, მისი განმარტებით, არსებული მდგომარეობის მიხედვით, მთავრობის საპარლამენტო მდივანს ჰყავს მოადგილე, რომლის ფუნქციებიც არ არის დაკონკრეტებული.

ინიციატივის განმარტებითი ბარათის თანახმად, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის საქმიანობას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული - პარლამენტთან და პრეზიდენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანათაგან ერთ-ერთი უპირველესი მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობაა.

შესაბამისად, მოადგილის პოსტით იქმნება ფუნქციების დუბლირება, რომელიც მიზანშეწონილია რომ აღმოფხვრილი იყოს.

„აქედან გამომდინარე, საპარლამენტო მდივნის მოადგილის დამატებითი რგოლის საჭიროება აღარ არსებობს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად დაიზოგება წლიური ბიუჯეტი მთავრობის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხისთვის“, - აღნიშნა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 162 სტატია.

  • Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებიაიმედი
  • აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ქუთაისში მცხოვრებ დევნილ მოქალაქეებს შეხვდარუსთავი 2
  • მთავრობა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის იტალიური წარმოების მედიკამენტს “ჯივინოსტატს“ შეიძენსტვ პირველი
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

BM.GE

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

BM.GE

„ჰამასი“ განიარაღებას ოფიციალურად დათანხმდა - რა ვიცით თეთრი სახლის მიერ მიღწეული შეთანხმების შესახებ?

„ჰამასი“ განიარაღებას ოფიციალურად დათანხმდა - რა ვიცით თეთრი სახლის მიერ მიღწეული შეთანხმების შესახებ?

BM.GE