მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ივნისში ელექტროენერგიის გამომუშავება 16%-ით შემცირდა
ივნისში ელექტროენერგიის გამომუშავება 16%-ით შემცირდა

ივნისში ელექტროენერგიის გამომუშავება 16%-ით შემცირდა

BM.GE15 ივლისი, 2026, 21:43|bm.ge

2026 წლის ივნისში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 16%-ით შემცირდა და 1,124 გვტ.სთ შეადგინა.

TBC Capital-ის ინფორმაციით, გამომუშავება წყაროების მიხედვით ასე გადანაწილდა:

• ჰიდრო: 1,114გვტ.სთ (კლება 16% წ/წ); • თბოგენერაცია: 1.7 გვტ . სთ (კლება 71.5% წ/წ); • ქარი: 6.4 გვტ.სთ (კლება 29% წ/წ) • მზე: 1.3 გვტ.სთ

რაც შეეხება 6 თვის მაჩვენებელს, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება ჯამურად 2.3%-ით შემცირდა. კლების ძირითადი მიზეზი მაისი-ივნისის პერიოდში დისპეტჩერის მოთხოვნით შეზღუდული გენერაცია იყო, რადგან თურქეთში არსებული დაბალი ფასების გამო ელექტროენერგიის ექსპორტი საქართველოდან მკვეთრად შემცირდა.

რაც შეეხება მოხმარებას, ივნისში საქართველომ 1,065 გვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წლიურად 0.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მოხმარება კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

• საცალო მოხმარება : 629 გვტ.სთ (+1.6% წ/წ); • პირდაპირი მოხმარება: 305 გვტ.სთ (+2.3% წ/წ); • აფხაზეთის ა/რ: 131გვტ.სთ (-8.7% წ/წ)

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ახალ ეტაპზე გადავდივართ" - ჯუთაში მდებარე სასტუმრო Fifth Season ფართოვდება

"ახალ ეტაპზე გადავდივართ" - ჯუთაში მდებარე სასტუმრო Fifth Season ფართოვდება

BM.GE

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

BM.GE

რუსული ხორბლის იმპორტი $50 მილიონამდე გაიზარდა, საიმპორტო ფასი კი შემცირდა

რუსული ხორბლის იმპორტი $50 მილიონამდე გაიზარდა, საიმპორტო ფასი კი შემცირდა

BM.GE

ზაფხულის სეზონზე Wyndham Grand Tbilisi-ში განთავსების საშუალო ღირებულება 6.5%-ით გაიზარდა

ზაფხულის სეზონზე Wyndham Grand Tbilisi-ში განთავსების საშუალო ღირებულება 6.5%-ით გაიზარდა

BM.GE