მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჯერომ პაუელი FED-ის საბჭოში დარჩება, რათა ტრამპს ხელი შეუშალოს
ჯერომ პაუელი FED-ის საბჭოში დარჩება, რათა ტრამპს ხელი შეუშალოს

ჯერომ პაუელი FED-ის საბჭოში დარჩება, რათა ტრამპს ხელი შეუშალოს

BM.GE1 მაისი, 2026, 03:30|bm.ge

აშშ-ის ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელმა, ჯერომ პაუელმა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის და თანამდებობის დატოვების შემდეგ, FED-ის მმართველთა საბჭოში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც პაუელმა პრესკონფერენციაზე განმარტა, მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ თვეში იწურება, თუმცა საბჭოს წევრის პოზიციას გარკვეული ვადით კვლავ შეინარჩუნებს. აღსანიშნავია, რომ 1948 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უწყების ყოფილი თავმჯდომარე მმართველთა საბჭოს წევრად მუშაობას გააგრძელებს.

პაუელის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელებული უპრეცედენტო სამართლებრივი იერიშები ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის, ამიტომ მას FED-ში იმაზე მეტი ხნით მოუწევს დარჩენა, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი.

საქმე ისაა, რომ პაუელის გადაწყვეტილება პრეზიდენტ ტრამპს შესაძლებლობას ართმევს, 7-წევრიან საბჭოში ვაკანტურ ადგილზე საკუთარი კანდიდატი დანიშნოს. პარალელურად, სენატის საბანკო კომიტეტმა მხარი დაუჭირა კევინ უორშის კანდიდატურას, რომელიც ამ პოსტზე სწორედ პრეზიდენტმა წარადგინა.

ექსპერტთა შეფასებით, პაუელის საბჭოში დარჩენა უორშს იმ მონეტარული პოლიტიკის გატარებას გაურთულებს, რომელსაც თეთრი სახლი დაჟინებით მოითხოვს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პაუელის ფაქტორი საბჭოში კონსენსუსის მიღწევის პროცესს მნიშვნელოვნად შეაფერხებს. მოგეხსენებათ, FED-ი გადაწყვეტილებას საბჭოს უმრავლესობის პრინციპით იღებს და 7-წევრიან კოლეგიაში თითოეულ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ცნობისთვის, ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს წევრის სტატუსით ჯერომ პაუელს მუშაობის გაგრძელება 2028 წლის იანვრამდე შეუძლია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE