მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ჯორჯია მეტალის" ზესტაფონის არმატურის ქარხანას აღსრულების ბიურომ ყადაღა დაადო
"ჯორჯია მეტალის" ზესტაფონის არმატურის ქარხანას აღსრულების ბიურომ ყადაღა დაადო

"ჯორჯია მეტალის" ზესტაფონის არმატურის ქარხანას აღსრულების ბიურომ ყადაღა დაადო

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 00:00|bm.ge

"ჯორჯია მეტალის" ზესტაფონის არმატურის ქარხანას აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო. რეესტრმა კომპანიის უძრავ ქონებაზე ყადაღა 21 სექტემბერს დაარეგისტრირა, იქამდე კი 2026 წლის 18 აგვისტოს რეესტრში შემოსავლების სამსახურის განცხადების შესაბამისად, კომპანიაზე საგადასახადო გირავნობა დარეგისტრირდა, რაც ბიუჯეტის წინაშე გადაუხდელ საგადასახადო ვალდებულებას უკავშირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ "ჯორჯია მეტალის" არმატურის ქარხანა, რომელიც ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში მდებარეობს, 2025 წლის სექტემბერში ოფიციალურად გაიხსნა. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ $80-მილიონიანი ინვესტიციით აშენებული თანამედროვე საწარმო მიზნად ბაზარზე არმატურის იმპორტის ჩანაცვლებას და წლიურად 400,000 ტონა პროდუქციის გამოშვებას ისახავდა. თუმცა, BMG-ის წყაროების ინფორმაციით, ქარხანას მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები აქვს და თანამშრომელთა შემცირებაც მოხდა, რის გამოც კომპანია ამ ეტაპზე შეზღუდულად ფუნქციონირებს.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, საწარმოს აქციონერები არიან ბიზნესმენები ზურაბ ღიბრაძე (90%) და ავთანდილ კოჩაძე (10%). ისინი ამავდროულად ფლობენ იმერეთში არსებული მანგაზენის გადამმუშავებელი კომპანია GTM ჯგუფის წილებს. კომპანიას ამჟამად გამოქვეყნებული აქვს 2024 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის თანახმადაც მისი აქტივების ზომა 88 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო მიღებული შემოსავლები 16 მილიონი ლარი იყო. ამასთან, 2024 წელს კომპანიას 6 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა.

აგვისტოში კომპანიაში BMG-ის განუცხადეს, რომ გარკვეული საოპერაციო და ფინანსური პრობლემები ჰქონდათ, თუმცა დეტალებისგან თავი შეიკავეს.

ცნობისთვის

2026 წლის იანვარ-ივლისის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში არმატურის იმპორტი 194 მილიონ დოლარს და 330 ათას ტონას შეადგენდა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 94%-ით მეტია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

23 სექტემბრის ღონისძიებების ანონსი

23 სექტემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

პრემიუმ ბიზნეს ეკოსისტემა დედაქალაქის ცენტრში: რა შესაძლებლობებს ქმნის „ახალი ატრიუმი”?

პრემიუმ ბიზნეს ეკოსისტემა დედაქალაქის ცენტრში: რა შესაძლებლობებს ქმნის „ახალი ატრიუმი”?

BM.GE

დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში - მაკა ბოჭორიშვილი

დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში - მაკა ბოჭორიშვილი

BM.GE

ბოლო პერიოდში ჩინელები საქართველოში ბევრ სასტუმროს ყიდულობენ - მიხეილ ჭელიძე

ბოლო პერიოდში ჩინელები საქართველოში ბევრ სასტუმროს ყიდულობენ - მიხეილ ჭელიძე

BM.GE