მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

BM.GE13 ოქტომბერი, 2026, 21:36|bm.ge

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს სრულად აახლებს.

პროექტის ფარგლებში შეიცვლება 1.6 კმ სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ასევე, მოეწყობა სახანძრო ჰიდრანტები, დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და განახლდება შესაბამისი საკვანძო ინფრასტრუქტურა.

მიმდინარე სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი გიგა ნადირაძე.

„ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურას სრულად განაახლებს. პროექტი ითვალისწინებს როგორც წყალმომარაგების, ისე წყალარინების მილსადენების სრულად შეცვლას. განახლდება ინდივიდუალური განშტოებებიც, დამატებით დამონტაჟდება ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და მოეწყობა სამი სახანძრო ჰიდრანტი. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და მათი დასრულება ერთი თვის განმავლობაში იგეგმება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1.5 მილიონ ლარს შეადგენს“, - გიგა ნადირაძე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი.

„დღეს დედაქალაქში საკმაოდ მასშტაბური პროექტები ხორციელდება. მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, პარალელურად კი მთაწმინდის რაიონის გამგეობა ჩართულია ჭავჭავაძის ქუჩის სრულად განახლების პროცესში. დღეს ჯივიპის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გავეცანით არსებულ ვითარებას და დავგეგმეთ, როგორ დავაჩქაროთ სამუშაოები, რათა რუსთაველის გამზირისა და ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესები თანხვედრაში მოვიდეს. ჩვენი მიზანია, მოსახლეობამ უახლოეს პერიოდში ისარგებლოს სრულად განახლებული ქუჩებით მთაწმინდის რაიონში“, - ზურაბ აბაშიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"რუმორმა" წარმადობა გააორმაგა - კომპანია სპორტული ტანსაცმლის ხაზის გამოშვებასაც გეგმავს

"რუმორმა" წარმადობა გააორმაგა - კომპანია სპორტული ტანსაცმლის ხაზის გამოშვებასაც გეგმავს

BM.GE

“IT ინდუსტრიის გარეშე საქართველოში ერთ სულზე საშუალო შემოსავალი ₾800-900-ით ნაკლები იქნებოდა” - გიორგი ციკოლია

“IT ინდუსტრიის გარეშე საქართველოში ერთ სულზე საშუალო შემოსავალი ₾800-900-ით ნაკლები იქნებოდა” - გიორგი ციკოლია

BM.GE

ADB-მ ბაქოს მეტროს მოდერნიზაციისთვის $302.38 მილიონი გამოყო

ADB-მ ბაქოს მეტროს მოდერნიზაციისთვის $302.38 მილიონი გამოყო

BM.GE

მანანა კობახიძეს საკონსტიტუციოს სასამართლო ვადაზე ადრე დატოვა

მანანა კობახიძეს საკონსტიტუციოს სასამართლო ვადაზე ადრე დატოვა

BM.GE