ორიგინალი
გრიგოლ გეგელია - „იმედის“ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე - თქვეს, რომ თურმე მე გავეშებული ვიბრძვი, ჩემს გუნდთან ერთად, ქართველი ხალხის სანქციების მიზნით, რაც სრული სიცრუე და სამარცხვინო ტყუილია
ინტერპრესნიუსი·16:44

გრიგოლ გეგელია - „იმედის“ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე - თქვეს, რომ თურმე მე გავეშებული ვიბრძვი, ჩემს გუნდთან ერთად, ქართველი ხალხის სანქციების მიზნით, რაც სრული სიცრუე და სამარცხვინო ტყუილია

27 ნოემბერი, 2026 · 16:44

ახლახან პარტიული ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე, რომელიც როგორც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, სრულიად სამარცხვინო პროპაგანდაშია ჩართული - მათ თქვეს, რომ თურმე მე გავეშებული ვიბრძვი, ჩემს გუნდთან ერთად, ქართველი ხალხის სანქციების მიზნით, რაც სრული სიცრუე და სამარცხვინო ტყუილია - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ის აპირებს, რომ ტელეკომპანია „იმედს” უჩივლოს როგორც საქალაქო სასამართლოში, ასევე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში.

„მე ახლახან პარტიული ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე, რომელიც როგორც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, სრულიად სამარცხვინო პროპაგანდაშია ჩართული და ამჯერად, „იმედმა“ იკადრა, რომ ჩემ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასება „იმედის კვირის“ ეთერში დაემახინჯებინა და სრულიად საპირისპიროდ გადაეცა. კერძოდ მათ თქვეს, რომ თურმე მე გავეშებული ვიბრძვი, ჩემს გუნდთან ერთად, ქართველი ხალხის სანქციების მიზნით, რაც სრული სიცრუე და სამარცხვინო ტყუილია, რადგანაც სიმართლე, რომელიც არაერთხელ განვაცხადეთ საკონსტიტუციო სასამართლოში არის ის, რომ ჩვენ არასოდეს არ მოგვითხოვია ქართული ხალხის, სახელმწიფოს დასანქცირება და დაზარალება. პირიქით, ყოველთვის მკაფიოდ კონკრეტული პირების დასანქცირებას და ტარგეტირებულ მიზნობრივ სანქციებს ვითხოვდით. იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანთა უფლებების მასობრივ დარღვევებში იყვნენ შემჩნეულნი, რომლებიც ჩვენს დემოკრატიას, საგარეო პოლიტიკას ძირს უთხრიდნენ და მასობრივი კორუფციით არიან დაკავებულები. ყოველთვის ასეთი პირების მიმართ და წინააღმდეგ ვითხოვდით სანქციებს და ეს ემსახურებოდა იმას, რომ ქართველი ხალხის ინტერესები, 78-ე მუხლი და საქართველოს კონსტიტუცია ყოფილიყო დაცული.

„იმედმა“ იკადრა, რომ ჩემთვის დაებრალებინა, თითქოს მე ქართველი ხალხის დასანქცირება მომითხოვია, რისი დამადასტურებელი ერთი მაგალითიც არ არსებობს. ამიტომაც მე სასამართლოში ვუჩივი, ასევე დღესვე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაშიც და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ვუჩივლებ. დადგა დრო, როდესაც ამ სიცრუეზე მათ პასუხისგება მოუწევთ და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ქართველი ხალხის შეყვანა ასეთ შეცდომაში ჩვენი ერის დემოკრატიისა და სახელმწიფოს წინაშე წარმოუდგენელი დანაშაულია. მე არ ვაპირებ, რომ ეს ამბავი ასე დავტოვო და ყოველ ჯერზე, როდესაც „იმედი“ მსგავს რამეს იკადრებს ჩვენგან ძალიან კონკრეტულ სამართლებრივ ნაბიჯებს უნდა ელოდნენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საქმე ძალიან მალე დაიძვრება და დღის სინათლეს იხილავს. იმ ძალიან კონკრეტული ვიდეო მტკიცებულებებით ქართველი ხალხი ნახავს, რაც უკვე წარდგენილია და ჩემი გამოსვლა საკონსტიტუციო სასამართლოში არის საჯარო, ქართველი ხალხი ნახავს თუ რა არის სიმართლე. ბრძოლა სიმართლისთვის არის ფასეული და მნიშვნელოვანი, ჩვენ ამისთვის ვიბრძვით ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ ინსტანციაში ამ სასამართლოშიც ვიბრძოლებ, ჩემი სიმართლის დასაცავად. რაც ყველაზე მთავარია, მინდა ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ჩვენ მათი ინტერესების დასაცავად ვიბრძვით და „იმედის“ მსგავსი შავრაზმული, შავბნელი ტელეკომპანიები ვერ შეძლებენ ჩვენს დაყოფას და დაქუცმაცებას, ჩვენ ჩვენი ერთიანი სიმართლით გავიმარჯვებთ“, - განაცხადა გეგელიამ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: interpressnews.ge
  1. მთავარი
  2. ინტერპრესნიუსი
  3. გრიგოლ გეგელია - „იმედის“ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე - თქვეს, რომ თურმე მე გავეშებული ვიბრძვი, ჩემს გუნდთან ერთად, ქართველი ხალხის სანქციების მიზნით, რაც სრული სიცრუე და სამარცხვინო ტყუილია

თემა: სანქციების

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • ჯემნიუსი·11:28
    გალუზინმა სანქციების მოხსნის ნაცვლად ახალი სანქციები დააანონსა
  • ტვ პირველი·11:10
    EU სანქციების პოტენციურ სამიზნედ განიხილავს ყველას, ვინც რეჟიმს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ეხმარება - გრიგოლ გეგელია
  • რუსთავი 2·08:05
    მინსკის შეხვედრა და პოლიტიკური შეფასებები - რატომ არის საქართველოს მთავრობისთვის აბსურდული მოსკოვის სანქციები და როგორ ცდილობს კრემლი ისეთი თემების წამოწევას, რომელიც რეალურად ოპოზიციის ინტერესებს ემსახურება
  • პალიტრა ნიუსი·20:29
    მოსკოვი 7 ქართული კომპანიისთვის სანქციების მოხსნას არ აპირებს - როგორ ეხმაურებიან ამბავს ქართველი პოლიტიკოსები
სანქციებისსრულად

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინტერპრესნიუსი·16:58

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ინტერპრესნიუსი·16:48

სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ბათუმში განვითარებული მოვლენებისას ზარალის ანაზღაურებას, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, უეფა თურქულ მხარეს დააკისრებს

სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ბათუმში განვითარებული მოვლენებისას ზარალის ანაზღაურებას, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, უეფა თურქულ მხარეს დააკისრებს
ინტერპრესნიუსი·16:45

სულხან თამაზაშვილი - UEFA-ს მოთხოვნა იყო, რომ გარდა თურქეთის, ისრაელის და საქართველოს დროშებისა, სხვა ქვეყნის დროშები და სიმბოლიკა არ გამოყენებულიყო - თანამშრომელი, რომელმაც ქომაგს დროშის აღებისკენ მოუწოდა, „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული კომპანიიდან იყო

სულხან თამაზაშვილი - UEFA-ს მოთხოვნა იყო, რომ გარდა თურქეთის, ისრაელის და საქართველოს დროშებისა, სხვა ქვეყნის დროშები და სიმბოლიკა არ გამოყენებულიყო - თანამშრომელი, რომელმაც ქომაგს დროშის აღებისკენ მოუწოდა, „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული კომპანიიდან იყო
ინტერპრესნიუსი·16:34

ლატვიის შეიარაღებული ძალები - დრონმა ლატვიის საჰაერო სივრცე დაარღვია

ლატვიის შეიარაღებული ძალები - დრონმა ლატვიის საჰაერო სივრცე დაარღვია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.