
საქართველოდან სირიაში ექსპორტზე $94 მილიონის ნავთობპროდუქტები გავიდა
2026 წლის სექტემბერში საქართველოდან სირიაში 93.8 მილიონი დოლარის ღირებულების 67.8 ათასი ტონა ნავთობპროდუქტების ექსპორტი განხორციელდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. ეს სირიაში საქართველოდან ექსპორტის ყველაზე დიდი შემთხვევაა.
აღნიშნული ექსპორტი დაკავშირებულია კომპანია "ბლექ სი პეტროლიუმის" (BSP) ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის საქმიანობასთან, რის შესახებაც BMG-ის კომპანიაში დაუდასტურდეს.
საექსპორტო მონაცემებით, ერთი ტონის ფასი 1383 დოლარს შეადგენდა.
მთლიანობაში, 2027 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ნავთობრპოდუქტების ექსპორტი 1 192%-ით გაიზარდა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ 811 მილიონი დოლარის 1.06 მილიონი ტონა თავრობპროდუქტები გავიდა.
2026 წლის 9 თვეში საქართველოდან ნავთობრპოდუქტების ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში აღირიცხა: ტოგო - 137 მლნ დოლარი; ჩინეთი - 103 მლნ დოლარი; სირია - 94 მლნ დოლარი; თურქეთი - 70 მლნ დოლარი; სინგაპური - 64 მლნ დოლარი; სენეგალი - 63 მლნ დოლარი; კოტ-დივუარი 42 მლნ დოლარი; ლიბია 35 მლნ დოლარი; ალჟირი - 25 მლნ დოლარი და ომანი 25 მილიონი დოლარი.
BM.GE
წყარო: bm.ge