მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კალაძე დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, მოვაჭრეებს ალტერნატიული სივრცე და გონივრული ვადა მისცეს
კალაძე დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, მოვაჭრეებს ალტერნატიული სივრცე და გონივრული ვადა მისცეს

კალაძე დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, მოვაჭრეებს ალტერნატიული სივრცე და გონივრული ვადა მისცეს

BM.GE22 სექტემბერი, 2026, 16:35|bm.ge

თბილისის მერი კახა კალაძე ე.წ. დეზერტირების ბაზართან გამართულ პროტესტს გამოეხმაურა და ბაზრის ადმინისტრაციას მოუწოდა, მოვაჭრეებს საქმიანობის გასაგრძელებლად დროებითი სივრცე და გონივრული ვადა გამოუყოს.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, რომ ე.წ. დეზერტირების ბაზარი კერძო საკუთრებაა და ტერიტორიის რეაბილიტაციაზე მუნიციპალიტეტისგან ნებართვა გაცემულია. თუმცა მისი თქმით, განახლების პროცესი დასაქმებულების ინტერესების დაზარალების ხარჯზე არ უნდა განხორციელდეს.

„გუშინ ე.წ. დეზერტირების ბაზართან ხმაური იყო. მიზეზი გახდა ბაზრის ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, ტერიტორიის მოწესრიგების შესახებ. მოგეხსენებათ, ე.წ. დეზერტირების ბაზარი არის კერძო საკუთრება და არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. მესაკუთრეს დაგეგმილი აქვს ტერიტორიის მოწესრიგება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება. მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ იქ არსებული დღევანდელი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს, არის ანტისანიტარია, მოუწესრიგებელი. შესაბამისად, ტერიტორიის მოწესრიგებასა და რეაბილიტაციაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან გაცემულია შესაბამისი ნებართვა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოწესრიგების პროცესმა არ დააზიანოს და დააზარალოს იქ დასაქმებული ადამიანები. ნებართვა ტერიტორიის მოწესრიგებაზე, განახლებაზე არ ნიშნავს ადამიანების ერთ დღეში, ალტერნატივის, სამუშაოს გარეშე დატოვებას. იქ არიან ადამიანები, რომელთაც უჭირთ, ყოველდღიურად შრომობენ. მათ თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ, ჩვენი მხრიდან კი ყოველგვარი ხელშეწყობა ექნებათ.

ჩვენ კერძო საკუთრებას არ ვეხებით, კერძო საკუთრება ამ ქვეყანაში დაცულია. ის წლები ჩაბარდა წარსულს, როდესაც ეს ყველაფერი ფეხქვეშ იყო გათელილი. 2012 წლის შემდეგ გვაქვს სრულიად სხვა დამოკიდებულება. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესსექტორს, რომ ინვესტიციები განხორციელდეს, თუნდაც ეს კონკრეტული სივრცე მოწესრიგდეს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები. ამიტომ, მივმართავთ ბაზრის ადმინისტრაციას - უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

21 სექტემბერს, ე.წ. დეზერტირების ბაზართან ხმაური იყო. ადგილზე მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს. პროტესტის მიზეზი ბაზრის ადმინისტრაციის მოთხოვნა გახდა, რომლის თანახმად, მოვაჭრეებმა ტერიტორია უახლოეს დღეებში უნდა დაცალონ.

თვითდასაქმებულები აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ სამუშაო ტერიტორიის დათმობას.

შეგახსენებთ, 14 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ „დეზერტირების ბაზრობის“ ტერიტორიაზე (წინამძღვრიშვილის ქ. №135), არსებული კრიტიკული სანიტარიულ-ჰიგიენური ვითარებისა და ამორტიზებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის გამო, მასშტაბური გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • კალაძე ცხოველთა დამცველებზე: ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელიაფორმულა
  • კახა კალაძე: ჩვენთვის მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი რუკაზე რომელ კონკრეტულ წერილში იქნება - ჩვენთვის მთავარია, ადამიანებს აღარ უწევდეთ იმ პრობლემებთან ცხოვრება, რომლებიც დღეს აწუხებთრუსთავი 2
  • კალაძე ვირეშმაკობს რიყის ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით – აბესაძენეტგაზეთი
  • არ გვაინტერესებს რაზე მსჯელობენ - კალაძე მინისტრების შეხვედრაზეტვ პირველი
კალაძე →

მსგავსი სტატიები

სატყეო სააგენტოს შემოსავლების გეგმა 131%-იანი გადაჭარბებით შესრულდა | ბესიკ ამირანაშვილი

სატყეო სააგენტოს შემოსავლების გეგმა 131%-იანი გადაჭარბებით შესრულდა | ბესიკ ამირანაშვილი

BM.GE

რამდენად რეალურია, დენის იმპორტისას შუამავალი კომპანიების "ჩახსნამ" ტარიფი გააიაფოს?|სემეკის პასუხის BMG-ის

რამდენად რეალურია, დენის იმპორტისას შუამავალი კომპანიების "ჩახსნამ" ტარიფი გააიაფოს?|სემეკის პასუხის BMG-ის

BM.GE

მთავრობა ანაკლიის პორტის დაფინანსებას წელს ₾125 მილიონით ზრდის | 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

მთავრობა ანაკლიის პორტის დაფინანსებას წელს ₾125 მილიონით ზრდის | 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

BM.GE

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

BM.GE