მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "KBK დეველოპმენტმა" და "ამერიკულმა ჰოსპიტალმა თბილისმა“ სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს - რას მოიცავს თანამშრომლობა?
"KBK დეველოპმენტმა" და "ამერიკულმა ჰოსპიტალმა თბილისმა“ სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს - რას მოიცავს თანამშრომლობა?

"KBK დეველოპმენტმა" და "ამერიკულმა ჰოსპიტალმა თბილისმა“ სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს - რას მოიცავს თანამშრომლობა?

BM.GE17 ივლისი, 2026, 23:04|bm.ge

კომპანია „KBK დეველოპმენტმა“ და „ამერიკულმა ჰოსპიტალმა თბილისმა“ სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს. შეთანხმების ფარგლებში, „გრანდ მილენიუმ ქობულეთის“ ტერიტორიაზე „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო სივრცე მოეწყობა, სადაც კომპლექსის რეზიდენტებსა და სტუმრებს საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო მომსახურების მიღება ადგილზე შეეძლებათ.

როგორც BM.GE-სთან კომპანია „KBK დეველოპმენტის“ წარმომადგენელმა დიმიტრი ოქროპილაშვილმა განაცხადა, პროექტის კონცეფცია თავიდანვე პრემიუმ სტანდარტის საცხოვრებელი და საინვესტიციო გარემოს შექმნას ითვალისწინებდა, სადაც ხარისხი არა მხოლოდ არქიტექტურასა და მასალებში, არამედ მომსახურების ყველა კომპონენტში აისახება.

"„გრანდ მილენიუმ ქობულეთი“ თავიდანვე იმ მიზნით ჩავიფიქრეთ, რომ ბაზარზე სრულიად ახალი სტანდარტი შეგვექმნა. სასტუმროსა და აპარტამენტების მენეჯმენტს გლობალური „მილენიუმ ჯგუფი“ ხელმძღვანელობს, რომელიც პრემიუმ სტანდარტით არის ცნობილი. ჩვენთვის ხარისხი დეტალებში იზომება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ადამიანებს ვთავაზობთ, მათი ჯანმრთელობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფაა. სწორედ ამიტომ გვიხარია, რომ ამ მიმართულებით ისეთი სანდო პარტნიორი გვყავს, როგორიც „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისია“, - განაცხადა ოქროპილაშვილმა.

BM.GE-სთან საუბრისას „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თეიმურ მუსაიევმა აღნიშნა, რომ პარტნიორობა კლინიკის სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდება.

„ჩვენი მიზანია, ჯანდაცვა მაღალ ხარისხთან ერთად მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ. სწორედ ამას ემსახურება „გრანდ მილენიუმ ქობულეთის“ პრემიუმ პროექტში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო პუნქტის გახსნა. ჩვენი პარტნიორობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება - ჯანდაცვა უნდა იყოს როგორც მაღალი ხარისხის, ისე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული. ჩვენ ვაგრძელებთ თანამედროვე ჯანდაცვის მოდელებისა და საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო მომსახურების დანერგვას საქართველოში“, - განაცხადა მუსაიევმა.

დეველოპერული კომპანიის შეფასებით, პროექტი ტურისტულ და საინვესტიციო ინფრასტრუქტურაში ახალ მიდგომას ამკვიდრებს, რადგან პრემიუმ საცხოვრებელ კომპლექსში სამედიცინო სერვისის ინტეგრირება რეზიდენტებისა და სტუმრებისთვის დამატებითი უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

ცნობისთვის: Grand Millennium Kobuleti შავი ზღვის სანაპიროზე, ფიჭვნართან ახლოს, 11-კილომეტრიან ხელუხლებელ ზოლში ვითარდება, რომელიც მაღალი ჰაერის ხარისხით გამოირჩევა და კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტად არის შეფასებული. პროექტი ითვალისწინებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელს, სასტუმროს და გასართობი ინფრასტრუქტურის შექმნას, სადაც ერთ სივრცეში ერთიანდება 6000+ მ² ფართობის კაზინო, 4000+ მ² კაბარე, დაახლოებით 240 სასტუმრო ნომერი და 1500-ზე მეტი რეზიდენცია, ასევე სპა და ველნეს ცენტრები, სპორტულ-რეკრეაციული ზონები, კომერციული და მომსახურების ობიექტები.

პროექტის კონცეფციაში აქცენტი საერთაშორისო სტანდარტების მასპინძლობასა და მაღალი ხარისხის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფაზე კეთდება. პროექტში გამოყენებულია Millennium Hotels & Resorts-ის გამოცდილება, რომელიც მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე ოპერირებს და 145-ზე მეტ პრემიუმ პროექტს აერთიანებს.

როგორც ცნობილია, პროექტის დასრულება 2030 წლისთვის არის დაგეგმილი. კომპანიაში ამბობენ, რომ მისი მიზანია ქობულეთის, როგორც საერთაშორისო დონის ზღვისპირა კურორტის პოზიციონირება, რომელიც გასართობი, ველნეს და საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ახალ სტანდარტს შექმნის და რეგიონის ტურისტულ და საინვესტიციო ჰაბად გარდაქმნის პროცესის შემდეგ ეტაპად იქცევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • 1-ელ სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალირუსთავი 2
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართაიმედი
  • თბილისში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავესფორმულა
  • თბილისში გარდაცვლილი იპოვეს აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადდა - რომელ სკოლებს მოიცავს პროექტი?

20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადდა - რომელ სკოლებს მოიცავს პროექტი?

BM.GE

ჯანი ინფანტინომ საკუთარი იმიჯის დასაცავად მილიონები დახარჯა

ჯანი ინფანტინომ საკუთარი იმიჯის დასაცავად მილიონები დახარჯა

BM.GE

Huawei-ს პირველი ნახევრის წმინდა მოგება 36%-ით შემცირდა

Huawei-ს პირველი ნახევრის წმინდა მოგება 36%-ით შემცირდა

BM.GE

2 ამერიკულ სადაზღვევო კომპანიას შორის $17-მილიარდიანი გარიგება შედგა - რა არის ცნობილი?

2 ამერიკულ სადაზღვევო კომპანიას შორის $17-მილიარდიანი გარიგება შედგა - რა არის ცნობილი?

BM.GE